Category: Apple

  • iPhone-ში მოხდება შიდა კოდის განახლება?

    Web-საიტი PDALive გვატყობინებს, რომ Apple-ი ამზადებს დიდ განახლებას iPhone-ის შიდა პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც ტელეფონს შემატებს დამატებით ახალ ფუნქციებს.

    ახალ ფუნქციათა შორის, რომელიც გაჩნდება iPhone-ში განახლების შემდეგ, — Mass storage device და Disk mode რეჟიმები, აგრეთვე უფრო მჭიდრო ინტეგრაცია Mac OS X ოპერაციული სისტემის მომავალ ვერსიასთან – 10.5 Leopard.

    ამის გარდა, PDALive-ის განცხადებით, განახლება დაამატებს ფუნქციათა ნაკრებს Apple iWork საოფისე პაკეტთან ინტეგრაციის შესაძლებლობას, ფაილების მიმომხილველს, გარე პროგრამულ უზრუნველყოფაში ვირტუალური კლავიატურის თარაზულად განთავსების შესაძლებლობას (ამჟამად ეს შესაძლებლობა არის მხოლოდ Safari-ში), გაცვლის ბუფერს (Clipboard), iChat-ის მხარდაჭერას, ზარზე მელოდიების მორგებას, Adobe Flash-ის მხარდაჭერას და .Mac სერვისთან ინტეგრაციას.

    იმედია, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ არის ავტორის ფანტაზიის ნაყოფი.

    წყარო: PDALive

  • nQuicky — 802.11n ქსელების ადაპტერი PowerMac-სათვის

    კომპანიამ QuickerTek წარმოადგინა უსადენო ქსელების ახალი ადაპტერი Apple PowerMac კომპიუტერებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ გაფართოების PCI სლოტები და რომლებიც იძლევიან საშუალებას დაინსტალირდეს Mac OS X ოპერაციული სისტემა – PowerMac G3, G4 და G5.

    სიახლე, რომელსაც სახელად nQuicky ჰქვია, ყენდება PCI სლოტში და გააჩნია მონაცემთა გადაცემის 802.11n ტექნოლოგიის მხარდაჭერა (მონაცემები გადაიცემა 2,4 გჰც სიხშირეზე მაქსიმალური სიჩქარით 300 მბიტი წამში), აგრეთვე, IEEE 802.11 b/g ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

    მოწყობილობის მუშაობისათვის ესაჭიროება ოპერაციული სისტემა Mac OS X 10.4 Tiger-ი ან უფრო ახალი ვერსია.

    nQuicky-ს ფასი – $150.

    ადრე კომპანიამ გამოუშვა nQuicky ადაპტერები Apple PowerBook-სათვის.

    წყარო: QuickerTek

  • iPhoneDrive-ი საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ფაილები iPhone-ში

    კომპანიამ Ecamm Network გამოუშვა მინი-პროგრამა (Utility) Mac-კომპიუტერებისათვის, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეინახოთ ნებისმიერი ფაილი Apple iPhone-ის შიდა მეხსიერებაში. პროგრამა, სახელად iPhoneDrive, ახდენს Drive mode რეჟიმის ემულაციას, რომელიც ამჟამად iPhone-ში არ არის და შესაძლებლობას იძლევა გამოვიყენოთ ტელეფონი ფლეშ-მეხსიერების სახით.

    ამავდროულად, iPhoneDrive-ი არ გაძლევთ წვდომას ტელეფონში არსებულ სხვა ფაილებთან (მათ შორის iTunes-იდან გადმოწერილ ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალებთან), – მხოლოდ თქვენს მიერ ამ პროგრამით ჩაწერილ ფაილებთან.

    პროგრამის გასაშვებად საჭიროა Mac OS X ვერსია 10.4.10 და iTunes 7.3. ფასი – $9,95.

    წყარო: Ecamm Network

  • მესამე კვარტალის ფინანსურ შედეგებს Apple-ი გამოაცხადებს 25 ივლისს

    როგორც Apple-ი იუწყება, იგი მესამე კვარტალის ფინანსურ შედეგებს გამოაქვეყნებს 2007 წლის 25 ივლისს.

    გასული კვარტალი, რომელიც გრძელდებოდა აპრილიდან ივნისის ჩათვლით, გამოირჩეოდა პორტატული კომპიუტერების MacBook და MacBook Pro-ს განახლებით, ვიდეოსთან სამუშაო პაკეტის Final Cut Studio-ს ახალი ვერსიის გამოშვებით. მაგრამ მთავარი მოვლენა, რაღათქმაუნდა, გახდა კომპანიის ისტორიაში პირველი მობილური ტელეფონის iPhone-ის გამოშვება.

    გასული ფინანსური კვარტალი მორიგი რეკორდული კვარტალი გახლდათ — ამ პერიოდში კომპანიამ გაყიდა 1 517 000 კომპიუტერი Mac-ი და 10 549 000 დამკვრელი iPod-ი, რაც შესაბამისად 36 და 24% მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. შედეგების გამოცხადებისას Apple-ის ფინანსურმა დირექტორმა პიტერ ოპენჰეიმერმა (Peter Oppenheimer) განაცხადა, რომ მესამე კვარტალში ელოდებიან შემოსავლებს $5,1 მილიარდის ოდენობით, მოგებას – $0.66 თითოეულ აქციაზე გადაანგარიშებით.

    წყარო: Apple

  • Apple-ი iPhone nano-ს გამოუშვებს?

    კომპანია JP Morgan-ის ანალიტიკოსი კევინ ჩენგი (Kevin Chang) ამტკიცებს, რომ ამასწინდელი პატენტი, რომელიც აიღო Apple-მა, მიუთითებს iPod nano დამკვრელისათვის აქსესუარის გამოშვებაზე, რომელიც მოგცემთ საშუალებას განახორციელოთ სატელეფონო ზარები.

    საპატენტო განაცხადში, რომელიც 5 ივლისს გამოქვეყნდა, Apple-ი აღწერს ტექსტური და სატელეფონო ინტერფეისის Clickwheel ელემენტით მართვას. კომპანიის განცხადებით, ამ მოწყობილობის საშულებით, მომხმარებელი შეძლებს აკრიფოს ტელეფონის ნომერი და შეიყვანოს ტექსტური მონაცემები, ავტომატური მოკარნახეს საშუალებით.

    ჩენგი ამტკიცებს, რომ Apple-ი გარდაქმნის iPod nano-ს 300 დოლარის ღირებულების ტელეფონად. ანალიტიკოსის აზრით, ასეთი ნაბიჯი – ერთადერთი შესაძლებლობაა Apple-სთვის გამოუშვას იაფი ტელეფონი, რომელიც არ გახდება iPod nano-ს კონკურენტი.