Category: ყველა სტატია

  • iPhone ჰონკონგში და მაკაოში

    კომპანია Hutchison Telecommunications International Ltd–მა, აზიაში მობილური კავშირის ერთ–ერთმა მსხვილმა ოპერატორმა განაცხადა, რომ Apple–თან გააფორმა ხელშეკრულება ჰონკონგის და მაკაოს ტერიტორიაზე iPhone–ის ოფიციალური გაყიდვების დაწყების თაობაზე.

    ჯერჯერობით დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

  • BioShock iPhone-ში

    iPhone–ისთვის Doom–ის და Quake–ის გამოჩენის შემდეგ საკმაო ხანი გავიდა. შტილი ახალი თამაშის, BioShock–ის ხმაურიანი ანონსით შეიცვალა. Pocket Gamer იტყობინება, რომ BREW ვერსიაზე მუშაობის დასრულების შემდეგ (რომელსაც უკვე მოიხმარს ტესტერთა ვიწრო წრე), IG Fun ამ თამაშის iPhone–ში პორტირებას აპირებს.

    ჩვენ მართლაც ძალიან ლამაზი თამაში გველის, რეალისტური გრაფიკით, წარმტაცი გეიმფლეით და მოსახერხებელი მართვით.

  • SDK-ში 3G iPhone-ის გამოსახულება აღმოაჩინეს?

    MacRumors ფორუმის რამდენიმე მომხმარებელი, iPhone SDK–ის ბოლო ვერსიის ჩამოტვირთვის შემდეგ, 3G iPhone–ის გამოჩენის მორიგ დადასტურებას წააწყდა. ამჯერად აღმოჩენილ იქნა მცირე ზომის ხატულა. ალბათ ასეც არის, ჭორების თანახმად ახალი მოდელი დაახლოებით ამგვარად უნდა გამოიყურებოდეს.

    ფაილი “iPhone.icns” აღმოჩნდა შემდეგ ადგილზე:

    MacintoshHD>Developer>Platforms>Aspen.platform>Developer>Library> Xcode>Plug-ins>AspenSupport.xcodeplugin>Contents>Resources.

    განსხვავებათაგან, ტელეფონის პერიმეტრზე შემჩნეულ იქნა ვიწრო ქრომირებული დაწახნაგება. აღსანიშნავია, რომ ქსელში ამგვარი ჭორები ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა, ამ გამუსახულების ბოლომდე ნდობა არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ იგი მეტად მცირე ზომისაა. შესაძლოა ეს iPhone–ის გამოსახულებების არასწორი ინტერპრეტაციაა. ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ანალოგიური ხატულა SDK –ის წინა ვერსიებშიც ჰქონდათ შემჩნეული. ეს კი ნიშნავს, რომ იმ მომენტისთვის Apple–ს უკვე შექმნილი ჰქონდა ახალი iPhone.

  • SDK Beta 6-ში აღმოჩენილია 3G-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება

    არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ Apple ახალ iPhone–ში მესამე თობის ქსელების მხარდაჭერას ჩანერგავს. როგორც სჩანს კომპანიამ გადაწყვიტა 3G iPhone–ის ბოლო მონასმები გააკეთოს. გუშინ Apple–მა პროგრამა SDK–ს პაკეტი 9M2192–მდე განაახლა, დაამატა შეტყობინებები 3G–ტექნოლოგიის გამოყენების თობაზე:

    * “Disabling 3G will end your phone call. Are you sure you want to disable 3G?” * “Enabling 3G will end your phone call. Are you sure you want to enable 3G?”

    ახალი iPhone სულ უფრო გვიახლოვდება. დარჩით ჩვენთან და ნალოდინევი სიახლის ირგვლივ ყველა მოვლენის საქმის კურსში იქნებით.

  • iTunesShut 4.7.2 – „ძილის“ ტაიმერი iTunes-ისთვის

    პროგრამა მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკის, ან ვიდეოს ქვეშ დაძინება. მცირე ზომის, უფასო უტილიტა საშუალებას იძლევა მიეთითოს დროის მონაკვეთი, რომლის შემდეგაც აღწარმოება შეწყდება, ხოლო თქვენი მაკი გაითიშება, ან დაიძინებს. შეიძლება როგორც გათიშვის დროის, ასევე სიმღერების რაოდენობის მითითება.

    შესაძლებლობები:

    • გათიშვამდე საჭირო დროის მონაკვეთის, ან დარჩენილი სიმღერების მითითების შესაძლებლობა;
    • ხმამაღლობის თანდათანობითი შემცირების შესაძლებლობა;
    • მოქმედების შერჩევა მაკისთვის (ძილი, გათიშვა, ხელახლა ჩატვირთვა და ა.შ.).