Category: ყველა სტატია

  • MediaCentral 2.8 Mac OS X-ისთვის TubeStick Hybrid-ის მხარდაჭერით

    კომპანია equinux–მა გამოუშვა Mac OS X–ისთვის პროგრამული მედია–ცენტრის ახალი ვერსია — MediaCentral 2.8.

    პროგრამის ყველაზე ღირსშესანიშნავ სიახლეს TV–თუნერების ოჯახის ახალი წარმომადგენლის, TubeStick — TubeStick Hybrid–ის მხარდაჭერა და The Tube–ში გამოყენებულის ანალოგიური, TV–თან მუშაობის ახალი მექანიზმის გამოყენება წარმოადგენს.

    პროგრამას გააჩნია მრავალი აუდიო და ვიდეოფორმატის მხარდაჭერა, IP და ციფრული ტელევიზია, იძლევა DVD დისკების და ფოტოების ყურების, მუსიკალური ფაილების და ინტერნეტ–რადიოსადგურების მოსმენის, თამაშის და Skype–ის გამოყენების საშუალებას.

    გასული ვერსიების დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, MediaCentral–ის 2.8 ვერსიამდე განახლება უფასოა. ერთმომხმარებლიანი სრული ლიცენზიის ღირებულება 25 ევროა.

    წყარო: Equinux

  • iPhone NES Emulator

    [youtube]http://www.youtube.com/watch?v=LVh429Dp7r0[/youtube]

  • Apple მზის ბატარეების შესაძლებლობებს შეისწავლის

    კომპანია Apple აქტიურად შეისწავლის მზის ბატარეების შესაძლებლობებს და მომავალში მათ საკუთარ მოწყობილობებში განათავსებს. ამგვარი დასკვნა გამოიტანეს კომპანიის მორიგი საპატენტო განაცხადის შესწავლის შემდეგ.

    მზის ბატარეები შეიძლება განთავსდეს ნებისმიერი ზედაპირის ქვეშ, რომელიც ატარებს სინათლეს, მაგალითდ, ეკრანის ან თჩფედის ქვეშ. კომპანია Apple, მზის ბატარეების გამოყენებით, თვისი მობილური მოწყობილობების (ნოუთბუქების, ტელეფონების და ფლეერების) მუშაობის დროის გაზრდას გეგმავს.

    ამგვარი მკვებავი მოწყობილობების გამოყენების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათმა ფოტოელემენტებმა საკმარისად დიდი ფართობი უნდა დაიკავონ და იმავდროულად საკმაოდ ადვილადმსხვრევადები არიან – ამიტომაც მათი მოწყობილობების ზედაპირზე განთვსება შეუძლებელია.

  • iPhone ბალტიის ქვეყნებში

    მაშ ასე, ყურადღება. მოისმინეთ ოფიციალური განცხადება. TeliaSonera–ამ მიიღო სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში iPhone–ის გაყიდვის უფლება. მათ შორის, შვედეთში დანიაში, ნორვეგიაში, ლატვიაში, ლიტვაში და ესტონეთში.

    ქალბატონებო და ბატონებო, თქვენც გრძნობთ, რომ სიას ვიღაც აკლია?! თუკი ბალტიის ქვეყნებში ტელეფონი უკვე გამოჩნდა სადაა რუსეთი? კომპანია TeliaSonera–ს მომსახურება რუსეთის ტერიტორიაზეც ხომ ვრცელდება?!

  • ანალიტიკოსები WWDC-ის მოლოდინში

    ქსელში არ წყდება მომავალ WWDC კონფერენციასთან დაკავშირებული ხმაური, მრავლდება ჭორები და კეთდება პროგნოზები.

    Piper Jaffray–ის ანალიტიკოსებმა მორიგი მოსაზრება გამოთქვეს. ისინი სთვლიან, რომ არსებობს MacBook და MacBook Pro ნოუთბუქების ახალი მოდელების პრეზენტაციის მაღალი ალბათობა, ასევე ელიან დამატებების ონლაინ–მაღზიის Apple Store–ის და საოპერაციო სისტემის OS X iPhone–ის ახალ ვერსიებს.