Category: ყველა სტატია

  • Apple გამოსაშვებად პლანშეტურ Mac-ს ამზადებს?

    ცნობილი მიმომხილველის ჯეისონ ო’გრეიდის (Jason O’Grady) ინფორმაციით, წლის ბოლომდე წარადგენენ Mac–ის პლანშეტურ კომპიუტერს, რომლის შესახებაც ჭორები კარგა ხანია ტრიალებს ქსელში.

    მიმომხილველის სიტყვებით, Apple მომავალ შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში, წარმოადგენს პლანშეტურ კომპიუტერს 12 ან 13 დიუმიანი დისპლეით. მოწყობილობა Mac OS X–ზე იმუშავებს, აღჭურვილი იქნება Intel Core პროცესორით, ღრიჭოდან ჩატვირთვის Superdrive დისკწამყვანით და GPS ჩიპით, რომელიც (ისევ ო’გეიდის ინფორმაციით) iPhone–ის მომავალ მოდელში გამოყენებულის ანალოგიური იქნება. მიმომხილველი დარწმუნებულია ინფორმაციის სარწმუნოობაში, რამეთუ იმავე პირველწყაროს მიერ მანამდე მოწოდებული მონაცემები დადასტურდა.

    აღსანიშნავია, რომ ო’გრეიდის ინფორმაცია იკვეთება AppleInsider–ის მონაცემებთან, რომლიდანაც ჩანს, რომ ქუფერთინოს ქამფუსებში ნაკლები დიაგონალის ეკრანიან პლანშეტს ამზადებენ გამოსაშვებად, რომელიც iPhone/iPod touch–ში გამოყენებული OS X–ის მობილურ ვერსიაზე იმუშავებს. პლანშეტში ოპტიკური დისკწამყვანის გამოყენება გარკვეულ შეკითხვებს ბადებს. თუკი Apple–მა შესაძლებლად ჩთვალა MacBook Air–ში მასზე უარის თქმა, პლანშეტში, რომელიც წესით უფრო კომპაქტური უნდა იყოს, მისი გამოყენება ცოტა არალოგიკურია.

    პლანშეტური Mac–ის გამოშვებაზე ჭორები სიტემატიურად ჩნდება. ამას ხელს უწყობს საპატენტო განაცხადები, რომლებიც ადასტურებს, რომ Apple–ის ინჟინერები მართლაც მუშაობენ ამგვარ მოწყობილობაზე. მაგრამ იხილავს კი იგი დღის ისნათლეს? 2004 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ თვის დროზე კომპანიამ ლეგენდარული Newton–ის მემკვიდრე შექმნა, მაგრამ სავაჭრო ქსელში არ გაუშვია.

    წყარო: The Apple Core

  • iPhone-ის მომავალი მოდელი შეძლებს მონაცემების 42 მბიტ/წმ სიჩქარით მიღებას

    iPhone–ის მომავალ მოდელს HSPA+ ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება, რომელიც მონაცემების 42 მბიტ/წმ სიჩქარით გადაცემას უზრუნველყოფს, განაცხადა ავსტრალიური მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის Telstra–ს ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა ChanelNews–თან ინტერვიუში.

    მიმდინარე წლის ბოლომდე Telstra აპირებს HSPA+ ტექნოლოგიის გამოყენებით, 21 მბიტ/წმ სიგანის არხით, 3G მომსახურების შეთავაზებას, ხოლო მომავალი წლის განმავლობაში თითეული შეერთების გამტარუნარიანობის გაორმაგებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ iPhone–ის გაყიდვაში Apple–ის ამერიკელი პარტნიორი AT&T, მომავალ წელს ასევე აპირებს 3G–შეერთების გამტარუნარიანობის 21მბიტ/წმ–მდე გაზრდას (AT&T–ის პრესრელიზში დასახელებულია სიჩქარე 20 მბიტ/წმ), მსგავსი, თუ არა იდენტური, ტექნოლოგიის გამოყენებით.

    თუკი ChanelNews–ის ინფორმაცია სანდოა, ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე სავარაუდოდ iPhone–ის კიდევ ერთ მოდელს ვიხილავთ – იმ მოდელისგან განსხვავებულს, რომელსაც ივნისის დასაწყისში WWDC კონფერენციაზე წარადგენენ. ადრე რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ iPhone–ის მეორე მოდელში Apple იყენებს Infineon–ის წარმოების ჩიფსეტს HSDPA (7,2 მბიტ/წმ–მდე) და არა HSPA+ ტექნოლოგიის მხარდაჭერით.

    წყარო: ChanelNews

  • Piper Jaffray: WWDC-ზე ახალი MacBook-ის წარდგენის ალბათობა – 60%-ია

    Piper Jaffray–ის ანალიტიკოსების პროგნოზით Apple–ის შემქმნელთა კონფერენციაზე, Worldwide Developer Сonference 2008, რომელიც სან–ფრანცისკოში 9–დან 13 ივნისამდე გაიმართება, სტივ ჯობსის მოხსენების ერთ–ერთი საკვანძო საკითხი iPhone–ის ახალი მოდელის წარდგენა იქნება. ტელეფონის ახალი მოდელის გარდა, კომპანიის ხელმძღვანელი წარადგენს დამატებების ონლაინ მაღაზიას App Store–ს და OS X iPhone საოპერაციო სისტემის ახალ ვარსიას, რომელიც Apple–ის მიერ ოფიციალურად გამოუქვეყნებელ ახალ ფუნქციებს შეიცავს (მათ შორის – კონტაქტების სრულტექსტიანი ძებნა, Safari–ში YouTube–ის მხარდაჭერა და სხვ.).

    მიუხედავად ამისა, iPhone და მისი ოპერაციული სისტემა არ იქნება ჯობსის მოხსენების ერთადერთი (და შესაძლოა არც ძირითადი) თემა, ვარაუდობენ Piper Jaffray–ის ანალიტიკოსები. მათი პროგნოზით, Apple–ის ხელმძღვანელი საკმარის ყურადღებას დაუთმობს საოპერაციო სისტემა Mac OS X Leopard–ს და შესაძლოა წარადგენს MacBook და/ან MacBook Pro ნოუთბუქების განახლებულ მოდელებს. Piper Jaffray–ში ამის ალბათობას 60%–ით აფასებენ, ხოლო თუკი ეს არ მოხდება WWDC–ზე, მაშინ ზაფხულის ბოლომდე ამგვარი ანონსის ალბათობა 80%–ს მიაღწევს.

    აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს Apple ეწევა Mac–ის „ექსტენსიურ“ მოდერნიზაციას — ახალი პროცესორები და ოპერატიული მეხსიერების ზრდა – ყოველგვარი „ზეიმის“ გარეშე. არადა MacBook და MacBook Pro ნოუთბუქების სამოდელო ხაზს, უკვე რამდენიმე წელია არანაირი დიზაინერული სიახლე არ შეხებია (ასე მაგალითად, MacBook Pro 2003 წლის PowerBook G4 ასლს წარმოადგენს, MacBook–იც თითქმის არ განსხვავდება პირველი „თეთრი“ iBook G3–ისგან), ამიტომაც ნოუთბუქების რედიზაინის მოლოდინი სავსებით გამართლებულია.

    წყარო: MacNN

  • AT&T ემსახურება 2.5 მილიონ iPhone-ს

    მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორ AT&T–ს, რომელიც აშშ–ში Apple–ის პარტნიორი გახლავთ, უკვე 2,5 მილიონზე მეტი ისეთი აბონენტი ჰყავს, რომელიც ოფიციალურად იყენებს iPhone–ს, განაცხადა AT&T–ის ფინანსურმა დირექტორმა რიქ ლინდნერმა (Rick Lindner), Reuters–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

    ლინდნერის სიტყვებით, iPhone–ის ტიპიური ოფიციალური მომხმარებელი მობილურ კავშირში ყოველთვიურად დაახლოებით 100 დოლარს ხარჯავს. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც ხარჯავენ კომუნიკატორ BlackBerry Curve–ის მფლობელები, მაგრამ გასათვალისწინებელია თავად მოწყობილობების ფასთა შორის სხვაობა: მაშინ, როდესაც iPhone–ების უმეტესობა იყიდება 499$–ად (16–გიგაბაიტიანი მოდელი), მომსახურების გარკვეული პაკეტის არჩევისას, Curve სულ რაღაც 99$ დაგიჯდებათ. იმავდროულად iPhone–ის მომავალი მოდელის ფასი ჯერ არ არის განსაზღვრული, განაცხადა ლინდნერმა.

    ბოლო დროს რამდენიმე ოპერატორმა (მათ შორის Vodafone–მა და Orange–მა) მრავალ ქვეყანაში iPhone–ის გაყიდვების დაწყების თაობაზე განაცხადეს. თანაც ზოგიერთ მათგანში, კერძოდ, ავსტრალიაში და იტალიაში, Apple–ის ტელეფონის შეძენა რამდენიმე პროვაიდერთან იქნება შესაძლებელი. თუმცა ექსკლუზივზე უარის თქმა სავარაუდოდ არ შეეხება AT&T–ს, რამეთუ კომპანიამ iPhone–ის გაყიდვაში საკმაოდ მაღალ შედეგებს მიაღწია.

    წყარო: Reuters

  • 3G iPhone-ის ახალი ფოტოები?

    დღეს ქსელში გამოჩნდა ნალოდინევი 3G iPhone–ის ახალი ფოტოები. თუკი მათ ვენდობით, სიახლე გამოვა სამფეროვან ვარიანტად: თეთრი, შავი და წითელი. როგორც მოსალოდნელი იყო, ტელეფონი თავის წინამორბედზე თხელია, აქვს ორი კამერა, ერთი აპარატის წინა მხარეს და განკუთვნილია ვიდეოზარისთვის.

    თუმცა არაა გამორიცხული, რომ ეს მორიგი დაბოლებაა. არადა რა იცი რა ხდება?! არც ისე დიდხანს მოგვიწევს ლოდინი.