Category: ყველა სტატია

  • თამაშები App Store-ში

    თამაშების შემქმნელები მოუთმენლად ელიან, როდისღა გაუშვებს Apple თავის ახალ სერვისს App Store, რათა გაახარონ iPhone–ის რიგითი მომხმარებლები საკუთრი ქმნილებებით. ცოტა ხნის წინ ანონსირებულმა რამდენიმე თამაშმა სერიოზულად დააფიქრა Sony PSP–ს და Nintendo–ს მოყვარულები იმაზე, თუ რა სწრაფად ვითარდება iPhone და არც ისე შორსაა ის დღე, როდესაც ამ უკლავიატურო მოწყობილობის თამაშები ყველაზე უფრო პრეტენზიულ გეიმერებსაც კი აღფრთოვანებს. მოდით ვნახოთ რით გაგვახარებს App Store:

    Kingdom Lores: სათავგადასავლო 3D-ფენტეზი iPhone–ისთვის

    ბრწყინვალე სამგანზომილებიანი თამაში, მშვენივრად გათვლილი გრაფიკით, ლამაზი ლანდშაფტით და დეტალიზებული ურჩხულებით. ამოირჩიეთ გმირი და ხოცეთ მტერი, შეაგროვეთ საგანძური და დატკბით რეალისტური ბუნების პეიზაჟებით. არ დაგავიწყდეთ სასიცოცხლო ძალის ინდიკატორისთვის, არჩეული ძალისთვის და ა.შ. თვალყურის დევნება.

    Balls of Steel – თამაში, რომელიც საჰაერო ჰოკეის მოგაგონებთ. თამაშის აზრი მოწინააღმდეგის „კარში“ ფოლადის შაიბების შეგდებაა. ბრწყინვალე კომპიუტერული გრაფიკა, კარგად გათვლილი ინტერფეისი, სირთულის განსხვავებული დონეები, მრავალი პარამეტრი, მშვენიერი ხმა, თამაშს iPhone–ის ნამდვილ შედევრად აქცევს.

    Bubble Space

    უკიდურესად წარმტაცი თამაში 5 განსხვავებული რეჟიმით, რეალისტური ფიზიკური მოდელით და საუკეთესო შედეგების სახალხო საპატიო დაფით. თამაშის მიზანს სათამაშო მინდორზე განლაგებული ერთი ფერის ბურთულების შეზღუდულ დროში აფეთქება წარმოადგენს. როგორც კი ბურთულების პარტიას გაანადგურებთ, ზემოდან ახალი ბურთულები ჩამოცვივა. ყველაფერი ძალიან მარტივი, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესოა.

    Blackjack 21 – პოპულარული ბანქოს თამაშის რეალიზმით აღსავსე სიმულიატორი თქვენი iPhone/iPod–ისთვის. კარგად გათვლილი ანიმაცია და მაღალი ხარისხის გრაფიკა არა მარტო Blackjack–ის მოყვარულებს გაახარებს. თამაშის მიმდინარეობა უმაღლესი დონისაა.

    Cardrenaline – ენთუზიასტების ჯგუფის მიერ შექმნილი მშვენიერი 3D-რბოლები iPhone–ისთვის. შემქმნელების სიტყვებით, იგი თავის კლასში ამ ტელეფონისთვის საუკეთესო თამაშს წარმოადგენს. მათ მხოლოდ ეკრანის ანაბეჭდი წამრმოადგინეს, მაგრამ ირწმუნებიან, რომ თამაში App Store–ში იქნება მისი გაშვებისთნავე.

    აი სულ რამდენიმე თამაშის აღწერა, მაგრამ თუკი გავიხსენებთ, რომ EA–მ და Gameloft–მა iPhone–ისთვის ახალი თამაშების გამოშვების სურვილი გამოთქვეს, შეიძლება ერთდერთი ითქვას – გულს უხარია.

  • ამერიკელი სამხედროები Apple-ის მიერ P.A. Semi-ის შესყიდვის ფაქტს იძიებენ

    Apple–ის მიერ კომპანია P. A. Semi–ის ამასწინდელი შეძენის ფაქტს აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტი შეისწავლის. P. A. Semi–ის მიერ წარმოებული პროცესორები მრავალ ისეთ მოწყობილობაში გამოიყენება, რომლებსაც იყენებს აშშ–ს შეიარაღებული ძალები. მართალია Apple–მა შესყიდული კომპანიის კლიენტების – ადრე გამოშვებული პროდუქციის მომხმარებლების, სრულ მხარდაჭერაზე განცხადება უკვე გააკეთა, პროცესორების მომავალი მაინც მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს. აშშ–ს თვდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ეს კომპონენტები გამოიყენება მრავალ პორტატულ მოწყობილობაში და ისინი შეუცვლელია, რამეთუ არ გააჩნიათ ანალოგები, იტყობინება EETimes.

    „აშშ–ს თვდაცვის დეპარტამენტმა კონსულტაციების შედეგად მიღებული დასკვნები განიხილა აშშ–ს ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან და Apple–თან. მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება“, – იტყობინება EETimes–ის პირველწყარო.

    Apple–ის წარმომადგენლებმა უარი თქვეს გაეკეთებინათ კომენტარები გარიგების შესახებ, ამ შემთხვევაში ისინი კორპორატიულ პოლიტიკას დაეყრდნენ, რომელიც IT–კომპანიების შთანთქმისას მიზეზებისა და მიზნების შესახებ კომენტარების გაუცემლობას ითვალისწინებს.

    წყარო: EETimes

  • Apple-ს სავაჭრო მარკა Mighty Mouse-ის უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებენ

    კომპანია Man & Machine–მა სასარჩელო განცახება შეიტანა ქალაქ გრინბელთის (მერილენდის შტატი, აშშ) სასამართლოში, რომელშიც ბრალს სდებს Apple–ს, კომპიუტერის მანიპულატორის სახელწოდებისთვის სავაჭრო მარკა Mighty Mouse–ის უკანონო გამოყენებაში.

    Man & Machine უშვებს პროდუქტს, წყალგაუმტარ ოპტიკურ მაუსს, რომელიც მედეგია ქიმიური ზემოქმედებისადმი, გამოიყენება ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში და გააჩნია იდენტური სახელწოდება. თავისი Mighty Mouse–ის გაყიდვა კომპანიამ Apple–ზე ერთი წლით ადრე დაიწყო.

    Man & Machine–ის კიდევ ერთ სამიზნედ იქცა ტელეკომპანია CBS, რომელიც მულტიპლიკაციურ მძლავრ თაგუნაზე საავტორო უფლებების მფლობელია. სწორედ ამ მულტგმირმა შთააგონა Apple–ის და Man & Machine–ის მაუსების შემქმნელები. პოპულარული მულტპერსონაჟის საეკრანო დებიუტი 1942 წელს შედგა. Man & Machine ბრალს დებს CBS–ს სავაჭრო ნიშან Mighty Mouse Apple–ის უკანონო ლიცენზირებაში, რამეთუ ტელეკომპანიის საავტორო უფლებები არ ფარავს კომპიუტერული მოწყობილობების სახელწოდებებს.

    წყარო: AppleInsider

  • Electric Computers – ეს ახალი iPhone-ებია?

    188 კონტეინერისგან შემდგარი საოცრად მცირე ტვირთი ჩამოვიდა ჩრდ. ამერიკაში, Apple–ის ჩინელი პარტნიორებისგან. რა არის კინტეინერებში? “Electric computers”, ჰმ, ეს რაღაა? Apple–ს არასდროს გამოუყენებია ამგვარი სახელწოდება საბაჟო დეკლარაციებში.

    ამასთან კიდევ 67 კონტეინერი ჩავიდა კანადაში, ვანკუვერში. საქმე იმაშია, რომ Apple–ისთვის განკუთვნილი კონტეინერების ჩვეულებრივი მარკირება არის „სამაგიდე კომპიუტერები“. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიას შეშლოდა ჩანაწერი საბაჟო დეკლარაციაში. ამიტომაც, პირველი რაც გვახსენდება არის 3G iPhone. ექსპერტების შეფასებით თითო კონტეინერი შეიძლება შეიცავდეს 40 000 ერთეულ ტელეფონს. რას იტყვით, სოლიდური პარტიაა?!

  • Apple-მა გამოაქვეყნა WWDC 2008 კონფერენციის მოვლენათა სრული განრიგი

    Apple–მა საიტზე გამოაქვეყნა შემქმნელთა კონფერენციის მიმდინარეობის განრიგი. ის შედგენილია 5–ვე დღეზე (9-13 ივნისი). WWDC-ის ყველა სესია და ღონისძიება მკვეთრად გაყოფილია დღეების, საათების, გამართვის ადგილისა და განსახილველი თემების მიხედვით (Mac, iPhone, IT და ა.შ.). საიტზე შესვლისა და რომელიმე მოვლენაზე დაწკაპუნების შემდეგ, მიიღებთ სრულ ინფორმაციას მის შესახებ.

    Worldwide Developers Conference 2008 სან–ფრანცისკოში წარმოადგენს 150–ზე მეტ სესიას. თუ კი დღემდე არ დაგიჯავშნიათ ადგილები კონფერენციაზე, ნუღა ეცდებით, ყველა ბილეთი გაყიდულია.