Category: ყველა სტატია

  • რა ღირს iPhone, სტივ?

    საინფორმაციო სააგენტო Reuters–ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს Apple Inc–ის ხელმძღვანელობისგან შეეტყოთ მომავალი 3G iPhone–ის ფასი, რომლის რელიზი სან–ფრანცისკოში, 9 ივნისს, Apple–ის პროგრამების შემქმნელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე შედგება. მაგრამ, როგორც ყოველთვის სტივი და მისი გუნდი სდუმან.

    კომპანია AT&T–ის მმართველობის წევრის რიქ ლინდნერის სიტყვებით, ტელეფონის ფასის თობაზე ოფიციალური საუბარი Apple–ის ხელმძღვანელობასთან ჯერ არ შემდგარა. სავარაუდოდ რიქი ეშმაკობს, სხვისი საიდუმლოს გაცემის უფლება მას არ აქვს. ადრე დაირხა ხმები, რომ iPhone შეინარჩუნებს დღევანდელ ფასებს.

  • გეოთაგინგი iPhone 2.0-ში?

    iPhone 2.0–ის ახალი ბეტა–ვერსია, რომელიც მხოლოდ შემქმნელთა რჩეულის ჯგუფისთვის გახდა ხელმისაწვდომი, რამდენიმე ახალ შესაძლებლობას გვთავაზობს, რომელთაგან ერთ–ერთი, ჩადგმული კამერისთვის დამატების სახით გეოთეგინგის მხარდაჭერაა.

    ბოლო 5A292G ვერსიის ტესტირებამ აჩვენა, რომ ტელეფონის ისეთი სერვისები, როგორიცაა Maps და Camera, მიმდინარე ადგილის დაყენებისას მომხმარებლისგან მოითხოვენ დადასტურებას.

    გეოთეგინგი — ეს არის მედია-ფაილებში იმგვარი მეტამონაცემების დამატების პროცესი, რომლებიც შეიცავენ გეოგრაფიულად განსაზღვრულ ინფორმაციას. ეს მონაცემები შეიცავენ გრძედისა და განედის კოორდინატებს, ადგილის სახელწოდებას და ა.შ. და საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში სწრაფი წვდომისათვის მოხდეს ფოტოების დაჯგუფება. ამასთან Apple იტყობინება, რომ ახალ გაჭოლვას დაემატა GPS–სერვისების ჩართვა–გამორთვის ღილაკი. თუმცა ისინი, ვინც შესძლეს iPhone 2.0–ის ტესტირება ირწმუნებიან, რომ ფოტოგრაფირებისას მეტამონაცემების დამატება არ ხდება.

    ახალი ვარიანტი დღის სინათლეს, მესამე თობის ქსელის მხარდაჭერიანი ახალი iPhone–ის გამოსვლასთან ერთად იხილავს. ყველაზე უფრო ნალოდინევ სერვისად კვლავ რჩება App Store, რომლის მეშვეობითც მომხმარებლები ჩამოტვირთავენ ახალ პროგრამებს, ხოლო შემქმნელები გაგვახარებენ ახალი ქმნილებებით.

  • MacBook მიიღებს დისპლეის LED-განათებას

    2009 წელს Apple–ის ყველა ნოუთბუქი, დისპლეის შუქდიოდიანი განათებით გამოვა, იტყობინება ტაივანის გაზეთი Economic Daily News. კომპანია Kenmos Technology–მ, რომელმაც Apple–ის ნოუთბუქებისთვის LED–განათების მიწოდება 2007 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს მათი მიწოდება ხუთჯერ – 1,5 მილიონ ერთეულამდე გაზარდა, თუმცა არ არსებობს ინფორმაცია, მათგან რამდენი მიაწოდა Apple–ს.

    შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში, Apple–ის პროდუქციის ეკოლოგიური უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ღია წერილში, სტივ ჯობსი დაგვპირდა, რომ კომპანია ყველა თავის ნოუთბუქს დისპლეის შუქდიოდიან განათებაზე გადაიყვანდა. ზოგიერთი ინფორმაციით, Apple აპირებს მნიშვნელოვნად გარდაქმნას MacBook, რომელსაც iBook G3–იდან მოყოლებული არ განუცდია რევოლუციური ცვლილებები, კერძოდ, კომპიუტერი შეიმოსება ალუმინის კორპუსით. შესაძლოა იმავდროულად MacBook მიიღებს დისპლეის განათევის LED-მოდულს.

    წყარო: MacRumors

  • მყიდველები ელიან ახალ iPhone-ს

    ChangeWave Research–ის მკვლევარებმა ჩაატარეს მყიდველების გამოკითხვა და დაადგინეს, რომ iPhone–ის შესაძლო მყიდველთა 25%–ს სურს ამ ტელეფონის შეძენა, მაგრამ არ აკეთებენ ამას, რამეთუ ელოდებიან ახალი მოდელის გამოშვებას.

    გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ 3600 გამოკითხულიდან 14% მოელის, რომ ახალი მოდელი ძველისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, ხოლო 11% იყიდის ახალ მოდელს ძირითადად 3G–ის მხარდაჭერის გამო. მათ სულ რამოდენიმე კვირა მოუწევთ ლოდინი. წინანდელი გამოკითხვების თანახმად, მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, EDGE ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერნეტში შეღწევის დაბალი სიჩქარის გამო. მათ არ შეეძლოთ ტელეფონის ყველა შესაძლებლობის გამოყენებით მისცემოდნენ განცხრომას.

    თუმცა არც ფასი, არც iPhone–ისთვის გარეშე პროგრამების სიმცირე, არ აცბუნებს მომხმარებელთა უმეტესობას. ფასის თაობაზე საჩივრების ზრდა 21–დან 24 პროცენტამდე მოხდა ოქტომბერ–მარტში, და სავარაუოდოდ ამერიკის ეკონომიკაში არსებული სიტუაციით იყო განპირობებული.

  • არანაირი მონაცემების აღდგენა!

    ცოტა ხნის წინ აშშ–ში, ორეგონის შტატში, ადგილობრიცი პოლიციის ოფიცერმა შესძლო iPhone–ის მფლობელის წაშლილი ელექტრონული ფოსტის, ფოტოების და და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღდგენა. პოლიციელმა გამოიყენა მონაცემთა აღდგენისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა. როგორ მოვიქცეთ? როგორ დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას?

    Securosis–ის ბიჭები გვთავაზობენ ძველი მონაცემების ძირფესვიანად და საფუძვლიანად წაშლის საკუთრ ვარიანტს. მოდით გავეცნოთ:

    1. ვაკეთებთ ტელეფონის Restore–ს iTunes–ით;
    2. ჩანართზე “Info” ვხსნით ნიშნულებს ყველა პარამეტრიდან, შესაბამისად თქვენ არ მოახდენთ კალენდრის, ჩანიშვნების, კონტაქტების და ელექტრონული ფოსტის სინქრონიზაციას;
    3. შემდეგ, ჩანართებზე ფოტო, ვიდეო და პოდქასთები მოაშორებთ სინქრონიზაციის ნიშნულებს;
    4. ახლა უნდა შექმნათ თქვენი iPhone–ის მეხსიერების ზომის 3 ცალი დიდი ფლეილისთი;
    5. ჩანართზე მუსიკა ამოირჩიათ პირველი ფლეილისთი და მოახდინეთ მისი სინქრონიზაცია. დარწმუნდით, რომ ჩატვირთვის სტრიქონი მთლიანად შეივსო;
    6. მოახდინეთ თქვენი iPhone–ის სინქრონიზაცია, შეცვალეთ ფლეილისთი, ისევ მოახდინეთ სინქრონიზაცია და ისევ გაიმეორეთ ეს ნაბიჯები.

    შედეგად, მოხდება ინფორმაციის გადაწერა ტელეფონის მეხსიერებაში არსებულ მთელს თვისუფალ სივრცეზე, შესაბამისად გამოირიცხება ძველი მონაცემების აღდგენის ნებისმიერი ვარიანტი.