CES: მოკლე ისტორია — 1967-2012

დღეს ლას-ვეგასში გაიხსნა ლეგენდარული გამოფენა CES (Consumer Electronic Show), რომელიც უკვე ორმოცდამეექვსედ ტარდება. ჩვენი ბლოგი გამოფენის მიმდიანრეობასთან ერთად ყოველდღიურად მოგაწვდით ახალ ამბებს წარმოდგენილი სიახლეების შესახებ. მანამდე კი მოდით მცირე ექსკურსია მოვახდინოთ ამ გამოფენის ისტორიაში, გამოფენისა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ტექნოლოგიური გამოფენაა მსოფლიოში.

Read more

გარდაიცვალა ბორის სტრუგატსკი

რაღაც ძალიან მომიმრავლდა ნეკროლოგები ბლოგზე, თან როგორი ადამიანების!.. მისი ნაწარმოებების ძირითადი ნაწილი შექმნილია ძმასთან, არკადი სტრუგატსკისთან თანაავტორობაში. ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლიდან ბორის სტრუგატსკი თავის ნაწარმოებებს აქვეყნებს ფსევდონიმით ს. ვიტიცკი. მრავალი წლის შემოქმდებითი მოღვაწეობის განმავლობაში ძმებმა სტრუგატსკებმა შექმნეს რამდენიმე ათეული ნაწარმოები, რომელთაგან ფანტასტიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებით გამორჩეულია შემდეგი: „Стажёры“, „Понедельник начинается в субботу“, „Трудно быть богом“, … Read more

Twenty Twelve — WordPress-ის ახალი თემა

პატარა შესავალი. მართალია ჩემს ბლოგზე WordPress-ის საკითხების განხილვა ცოტა უფრო მარტივი საკითხებით მინდოდა, მაგრამ ჩვენი პირველი WordPress Meetup-ის ჩატარებისას ამ ვიზუალურ თემას შევეხეთ და დამსწრეებიც ფრიად დაინტერესდენენ მისი დეტალებით. ამიტომ ვითვალისწინებ რა ამ მომენტს, დღეს შემოგთავაზებთ WordPress-ის ახალი ვიზუალური თემის, Twenty Twelve-ის მიმოხილვას. იმედია მოგეწონებათ. 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ ახალ ვერსიაში WordPress გვთავაზობს ახალ ვიზუალურ თემას. … Read more

WordPress Meetup Tbilisi — პირველი შეხვედრა

მეგობრებო, სამწუხაროდ ძირითად სამსახურში ბევრი საქმის გამო (მოდი ნუ გამოვიყენებთ ექსპრესიულ „კატასტროფულად“), ბლოგზე იშვიათად მიწევს წერა. პიონერულ ფიცს ვერ დავდებ, მაგრამ ვეცდები, რომ სტატიებს შორის წყვეტა რაც შეიძლება მცირე გავხადო. დღეს ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, რაც ათიოდე დღის წინ მოხდა (27 ნოემბერს) და რაც ჩემი ბლოგის თემატიკასთან ძალიან ახლოა. საქმე ეხება საქართველოში პირველად WordPress … Read more

Star Trek 46 წლისაა

გუშინ Star Trek სამყარო (სხვანაირად ენა არ მომიტრიალდება რომ ვახსენო) 46 წლის გახდა! მე ამ სამყაროში მხოლოდ ორი წლის წინ მოვხვდი, ყველა სერია ვნახე (შვიდასზე მეტი სერია) და მივხვდი, რომ ეს ჩემია! google.com-ზე ახალი დუდლი დაიდო სტარ ტრეკის საპატივსაცემლოდ. ყველა ტრეკერს ვულოცავ! მალე 50 წლის იუბილეს მივაღწევთ! Live long and prosper!

გარდაიცვალა ჰარი ჰარისონი

სულ რაღაც ორიოდე თვის წინ გარდაიცვალა რეი ბრედბერი. სამწუხარო ინფორმაცია გავიგე გუშინ — 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰარი ჰარისონი. სამწუხაროა. დიდებული ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან, მათ ადგილზე კი არავინ არ მოდის, თუნდაც მიახლოებით რომ იყოს მათი დონის, ან მსგავსი. R.I.P.

სიახლეები ბლოგის შესახებ

მეგობრებო, უახლოესი ნათესავის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, გასულ კვირას არ მეცალა ბლოგისათვის. ხვალიდან კვლავინდებულად განვაგრძობ ახალი სტატიების გამოქვეყნებას.

SunnyPage — ცხადად ქცეული სიზმარი

სიმართლე გითხრათ, უკვე დიდი ხანია არაფერი არ გამკვირვებია და არ გამხარებია საინფორმაციო სფეროში. კი ბატონო, გამოდის ახალი პროცესორები, უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერება ემატება კომპიუტერს, უფრო დიდი მოცულობის მყარი დისკები გამოჩნდა. მერე რა? ეს ყველაფერი უბრალოდ რკინის გროვაა საინტერესო და საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. კი მაგრამ, მეტყვით თქვენ მე, განა ბაზარი გაძეძგილი არ არის ათობით ათასი ყველანაირი დანიშნულების აპლიკაციით? არის, მაგრამ მას ერთი აპლიკაცია აკლდა დღემდე და მე ეს დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. თუ რაზეა საუბარი, ამაზე ქვევით მოგითხრობთ.

Read more

WordPress 3.3.4

გუშინ გამოვიდა WordPress-ის მორიგი განახლება, 3.3.4, კოდური დასახელება „Green“, ამერიკელი გიტარისტის, გრანტ გრინის საპატივსაცემლოდ. როგორც ყოველთვის, უახლესი ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია WordPress-ის ოფიციალური გვერდიდან. რა არის ახალი? WordPress 3.3.4-ში გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები. მოდით დეტალურად ვნახოთ. თემების ინტერაქტიული დათვალიერება მორგებული სათაურები Twitter-იდან ჩასმა გაუმჯობესებული სურათის სათაურები განახლებები ძრავში