ჩვენ დავბრუნდით!

გამარჯობა!

თითქოს ჩემმა ჰოსტერებმა იგრძნეს, რომ მაკის ყიდვას ვაპირებდი და ზუსტად პაწუკას (ასე დავარქვი ჩემს PowerBook-ს) შეძენის დღეს გამომირთეს საიტი!

მიზეზი?

ბანალური! ფულის გადახდა დავიწყნიათ ჯიგრებს ამერიკელი პარტნიორებისათვის და იმათაც გამორთეს.

ასე, რომ დღეს საღამოს (თუ კიდევ რამე არ მოხდა) უკვე განვაახლებთ საიტის შიგთავსს.