CodeWeavers-მა გამოუშვა CrossOver 7 Mac

კომპანიამ CodeWeavers განაცხადა თავისი ცნობილი პროგრამის, CrossOver Mac-ის ახალი, მეშვიდე ვერსიის გამოსვლის შესახებ.

CrossOver 7-ში გაცილებით გაფართოებულია მხარდაჭერილი პროგრამების სია, მათ შორისაა Microsoft Office 2007, Adobe Creative Suite CS და CS2, Quicken და სხვ. კომპანიის განცხადებით, нახალ ვერსიაში გამოყენებულია Wine 1-ის ტექნოლოგია, კერძოდ, ActiveX-ის გამჯობესებული მხარდაჭერა.

CrossOver-ი იყიდება ორ ვერსიად — Standard ($40) და Pro ($70). უფრო ძვირი ვარიანტი განსხვავდება მხარდაჭერის გაზრდილი დროით.

წყარო: Codeweavers