ცოტათი AppleScript: Finder-ის აქტიური ფანჯრის კლონირება

პაწია შეკითხვა: როგორ უყურებთ ერთი დაწკაპუნებით Finder-ის აქტიური ფანჯრის ზუსტი ასლის შექმნის იდეას? სანამ მოიფიქრებდეთ, ჩვენ აგიხსნით, თუ როგორ გააკეთოთ ეს AppleScript-ის დახმარებით.

ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება – Script Editor-ში ახალი პროექტის გახნსა და შემდეგი სტრიქონების დამატება:

try tell application “Finder” activate set this_folder to (the target of the front window) as alias set {x1, y1} to position of front window make new Finder window to this_folder set position of front window to {(x1 + 50), (y1 + 150)} end tell end try

ამ მარტივი ოპერაციის შემდეგ შეინახეთ სკრიპტი პროგრამის სახით და გადაათრიეთ მისი ხატულა Finder-ის გვერდითა ზოლში.

სულ ესაა – საკმარისია მაუსის ერთი დაწკაპუნება, რომ ეკრანზე აქტური ფანჯრის ცოტა ქვემოთ და ამრჯვნივ გაჩნდეს მისი ზუსტი ასლი!