დააჭერინე ხელში!

ვებ-საიტმა MacRumors გამოაქვეყნა ეფლის მაღაზიების თანამშრომლებისათვის განკუთვნილი შიდა ინსტრუქციის ფრაგმენტი. როგორც უკვე ცნობილია, ტელეფონის ახალი მოდელი ვერ გააქტიურდება მყიდველის მიერ დამოუკიდებლად — ეს ოპერაცია შესრულდება მაღაზიის მუშაკთა მიერ და Apple-ის გაანგარიშებით, ერთი ტელეფონის აქტივაციას დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება.

რომ ამ დროის განმავლობაში მყიდველმა არ მოიწყინოს, Apple-მა დაავალდებულა გამყიდველებს ტელეფონის კოლოფიდან ამოღების შემდეგ ცოტა ხანი „ხელში დააჭერინონ“ მყიდველს იგი, რათა მყიდველი დატკბეს ამ მომენტით და მხოლოდ ამის მერე დაიწყონ აქტივაცია.

წყარო: MacRumors