iSuppli სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდნენ, მაგრამ აი ისინი გამოჩდნენ. ამჯერად მათ დაითვალეს iPhone 3G-ის თვითღირებულება. აღმოჩნდა, რომ შემადგენელი ნაწილების ღირებულება 8 გბ-მოდელისათვის შეადგენს $173-ს. საინტერესოა, რომ შარშან პირველი თაობის ტელეფონის თვითღირებულება იყო $226.
როგორც ხედავთ, Apple-მა შეძლო გაუმჯობესებული ტელეფონის გამოშვება ნაკლები თვითღირებულებით.