4 წელი… თითქოს გუშინ იყო…

ჰო, 4 წელი გავიდა. 1461 დღე და კიდევ რამდნიმე საათი, მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. 1540 ჩანაწერი, ანუ პრაქტიკულად დღეში ერთი სტატია მაინც. იყო ამ წლების განმავლობაში ბევრი ფიქრი, ჭოჭმანი — საჭიროა, თუ არა ამ ბლოგის არსებობა. სჭირდება თუ არა ვინმეს ის. თურმე საჭირო ყოფილა, თურმე ხალხი კითხულობს, ბევრი არა, მაგრამ კითხულობს. და მათგან წამოსული ენერგეტიკა მაძლევდა ძალას მეწერა, მეთარგმნა, მეფიქრა… და აი, 4 წლის თავზე მე ისევ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს: საჭიროა კი ეს ბლოგი? დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ბლოგო… შენი დოქტორი დელფიუსი.
4th Anniversary
4th Anniversary

 

5 responses

  1. Shalva Sultanishvili Avatar

    მიდი ასე გააგრძელე.

  2. MONTY Avatar

    რათქმაუნდა საჭიროა ამ ბლოგის არსებობა ! ისედაც სიმცირეს განიცდის ტექნიკური ბლოგები ჯინეტში და ესეც რომ დაიხუროს ძალიან ცუდი იქნება !
    რაც შეეხება მომხმარებლის რაოდენობას, რეკლამა სჭირდება კარგი ბლოგს ! ასევე ხშირი სტატიები ! ძირითადი სტატიები apple ს ეხება და apple ის მომხმარებლები კი ბევრად ჩამორჩება საქართველოში windows ის მომხმარებლებს და მაგიტომაც ყავს შედარებით ნაკლები მკითხველი ! მეც არ მაქვს apple ის პროდუქტებთან შეხება მაგრამ მაინც კარგი ბლოგია იმიტომ რო ტექნიკური ბლოგია 😀 🙂
    პ.ს წარმატებები და მეტი აქტიურობის შესაძლებლობას გისურვებ !

    1. დელფი Avatar
      დელფი

      დიდი მადლობა MONTY! როგორც შეამჩნევდი, ჩემს ბლოგში აღარ იწერება ეფლის შესახებ ინფორმაცია. ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ახალი პორტალი ეფლისტებისათვის:
      http://www.gemug.ge თუ დაგაინტერესებს, შეგიძლია შეიჭყიტო 🙂
      ამ ბლოგში ინფორმაცია ჰაი-ტეკ სამყაროდან იქნება წარმოდგენილი. აი გუშინ ჩემი აზრით საინტერესო სტატიის პირველი ნაწილი დავდე, ახალი Windows 8-ის შესახებ, დღეს მის მეორე ნაწილს დავდებ. ნელ-ნელა ჩამოყალიბდება ამ ბლოგის თემატიკა. რათქმაუნდა დიდი გულსყურით მოვუსმენ მკითხველებს, თუ რა აინტერესებთ და რის შესახებ სურთ წაკითხვა!

      1. MONTY Avatar

        ვიცი ეგ ბლოგი და ძალიან კარგია !
        მომხმარებლის რაოდენობაზე რომ დაწერე მაგიტომ დავწერე სავარაუდო მიზეზი , ძირითადად help და ტუტორიალების ტიპის ბლოგებს ყავს მეტი მომხმარებელი და არც მიკვირდა ამ ბლოგს რომ ბევრი მომხმარებელი არ ყავს 🙂
        windows 8 ზე დაწერილი პოსტი მართლაც საინტერესოა !
        ალბათ ტუტორიალები და ჰელფ ტიპის პოსტები უფრო კარგი იქნება

    2. დელფი Avatar
      დელფი

      მადლობა! აუცილებლად!!!