ბლოგის სიახლენი
-
დღეს ეს ბლოგი 11 წლის გახდა. დიდი დროა. მაგრამ ბოლო 3 წელია, ბწკარი არ დაწერილა აქ. მრავალი მიზეზის გამო. ამ სამი წლის კი არა, ამ 11 წლის განმავლობაში იმდენი რამე გადავიტანე, კარგიც და ცუდიც, რომ ბლოგისთვის კი არა, ხშირად საკუთარი თავისთვის არ მეცალა. რაც ჩემი აზრით ცუდია. მაგრამ ამაზე ახლა არ შევჩერდები დეტალურად. საერთოდ არაფერზრე…
-
-
გამარჯობა მკითხველო, აი ასე, ნელ-ნელა, ტაატ-ტაათითა და ჩოჩიალით მოვაღწიეთ ამ ბლოგის მეშვიდე დაბადების დღემდე. თუმცა, ეს თარიღი არა დღეს, არამედ 27 ივნისს იყო, ანუ სამი დღის წინ. შესაძლოა, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ამ ბლოგის აქტუალობა სულ უფრო კლებულობს, ჩემს თვალშიც კი. რა გასაკვირია, რომ მკითხველიც ათაში ერთხელ თუ შემოივლის აქ, ისიც შემთხვევით, გზააბნეული.
-
მოგესალმებით, მეგობრებო! დიდი, ძალიან დიდი ხანია არ დამიწერია ჩემს ბლოგში არაფერი. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ აუდიო-პოდკასტების ჩანაწერებს ვდებდი ხოლმე ორშაბათობით. ბოლო რამდენიმე კვირაა ესეც არ გამიკეთებია, თუ არ ჩავთვლით Tbilisi StartUp Weekend-ისადმი მიძღვნილ ორ ჩანაწერს. საბოლოო ჯამში, ისევ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ ადამიანმა ხელში კვლავ აიღო კალამი კი არადა კლავიატურა და წერა განაახლო.…
-
გამარჯობა მეგობრებო, დღეს 10 ივნისია. ეს კიდევ ნიშნავს, რომ დღეს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება ეფლისტებისათვის დიდი ხნის ნანატრი ღონისძიება — WWDC 2013! ამიტომ უპრიანად ჩავთვალე, რომ პოდკასტი ჩაწერა გავაკეთო ხვალ დილით და მიმოვიხილო დღეს საღამოს ნანახი სიახლეები. ამასთან ერთად, შევეცდები ამ ბლოგში ვაწარმოო ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია. დარჩით ჩვენთან!
-
მეგობრებო, გუშინ საღამოს ერთ სამწუხარო დასკვნამდე მივედი, რომელსაც ახლა გეტყვით. ოთხი წელია არსებობს გემუგი, საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფი. ამ ხნის განმავლობაში უკვე იყო იმის მცდელობა, რომ ამ ორგანიზაციის საიტი გამემართა და შემექმნა ერთიანი სივრცე მაკის ყველა მოყვარულისათვის, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო (ახალი ამბები, გაკვეთილები, ე.წ. How-To და ა.შ.), ასევე ურთიერთობისათვის, ფორუმის სახით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,…
-
მოგესალმებით, მეგობრებო. როგორც ერთხელ უკვე ვთქვი სტატიაში, თუ ამ ბლოგს მკითხველი [მომკითხველი] კიდევ ყავს, ის აუცილებლად შეამჩნდევდა, რომ 5 მარტიდან ბლოგმა ფუნქციონირება შეწყვიტა. თავიდან დროის უკუამთვლელი დავაყენე, რომლის დასრულება ა.წ. 25 ივნისზე იყო დაგეგმილი, ხოლო მოგვიანებით სრულიად წავშალე ბლოგი. შესაძლოა ზოგიერთი თქვენთაგანი მიხვდა, რომ ბლოგის ავტორის პირად ცხოვრებაში გარკვეული სახის კონკრეტული და ლოკალური კატასტროფა მოხდა.…
-
Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა,…
-
მეგობრებო, უახლოესი ნათესავის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, გასულ კვირას არ მეცალა ბლოგისათვის. ხვალიდან კვლავინდებულად განვაგრძობ ახალი სტატიების გამოქვეყნებას.
-
სალამი მკითხველო, იშვიათად მიწევს ეს ბოლო დროა ამ ბლოგში წერა, თანაც ბლოგი შეიძლება ითქვას, რომ დასრულებული არაა. დიზაინი დასარულებელია (ამ მიმართულებით ერთი კარგი იდეა მომივიდა თავში და ცოტა ხანში გაგაცნობთ), ბლოგის თემატიკაც მეტ-ნაკლებად მოსაფიქრებელი. ახალ სამსახურში გადავედი. GO! Electronics-ში, თანაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და ვიტყოდი სანატრელ პოზიციაზე — Apple Brand Manager. ასე ვთქვათ, ეფლის საკითხებში…