Other
-
ეს იუმორისტული მოთხრობა ერთ-ერთ რუსულ საიტზე ვნახე. ფრიად სახალისო რამ არის და საკმაოდ ზუსტად აღწერს დღევანდელ სამყაროში მიმდინარე ზოგიერთ პროცესს. გადავწყვიტე გადამეთარგმნა და თქვენთვის შემომეთავაზებინა, როგორც სახალისო საკითხავი ჩვენს არცთუ ისე დალხენილ პირობებში. მკითხველს ვთხოვ ძალიან სერიოზულად ნუ მიუდგება ამ ნაწარმოებს — ეს უბრალოდ ხუმრობაა.
-
დღეს ლას-ვეგასში გაიხსნა ლეგენდარული გამოფენა CES (Consumer Electronic Show), რომელიც უკვე ორმოცდამეექვსედ ტარდება. ჩვენი ბლოგი გამოფენის მიმდიანრეობასთან ერთად ყოველდღიურად მოგაწვდით ახალ ამბებს წარმოდგენილი სიახლეების შესახებ. მანამდე კი მოდით მცირე ექსკურსია მოვახდინოთ ამ გამოფენის ისტორიაში, გამოფენისა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ტექნოლოგიური გამოფენაა მსოფლიოში.
-
სიმართლე გითხრათ, უკვე დიდი ხანია არაფერი არ გამკვირვებია და არ გამხარებია საინფორმაციო სფეროში. კი ბატონო, გამოდის ახალი პროცესორები, უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერება ემატება კომპიუტერს, უფრო დიდი მოცულობის მყარი დისკები გამოჩნდა. მერე რა? ეს ყველაფერი უბრალოდ რკინის გროვაა საინტერესო და საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. კი მაგრამ, მეტყვით თქვენ მე, განა ბაზარი გაძეძგილი არ არის ათობით ათასი…
-
კომპანიამ Research in Motion, რომელსაც ახლა საკმაოდ რთული პერიოდი აქვს, ცოტა ხნის წინ წარმოადგინა საკუთარი პლანშეტის საოპერაციო სისტემის ახალი, მეორე ვერსია. სამწუხაროა, რომ განახლებამ ამდენი ხანი დაიგვიანა, თანაც ცვლილებები მიზერულია და თანაც — მოთხოვნილება დაბალი.
-
ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის გმირი გახლავთ ელექტრონული წიგნი PocketBook Pro 912. ზომებით ის ცოტათი დიდია, ვიდრე iPad, ხოლო წონით — 17 გრამით ნაკლები. ჯიბეში რათქმაუნდა ვერ ჩაიდებთ, მაგრამ ჩანთაში დიდ ადგილს არ დაიკავებს. ამ მიმოხილვაში შევეცდები მაქსიმალურად დეტალურად ავღწერო ეს მოწყობილობა.
-
ელ. მელნიანი წიგნებისადმი ჩემი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. დავიწყებ იმით, რომ აგერ უკვე მეშვიდე თვეა, რაც დიდი სიამოვნებით ვსარგებლობ Sony PRS-650-ით, რომელიც ძალიან მომწონს და ძალიან კმაყოფილი ვარ. სანამ ამ მოდელზე გავაკეთებდი ჩემს საბოლოო არჩევანს, ბევრი სხვა მოდელი გადავსინჯე. მათ შორის Amazon Kindle და Nook. პირველი დავიწუნე იმ მიზეზით, რომ არ გააჩნია ePUB-ფორმატის მხარდაჭერა, ხოლო მეორე გარეგანი…
-
სიმართლე გითხრათ, ამ მიმოხილვის დაწერას გაცილებით ადრე ვაპირებდი, მაგრამ ზამთრის სასტიკმა გაციებამ ცოტათი შემაყოვნა. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, გაცილებით. ეს ისე, ლირიკა. დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. HP-ის ტაბლეტით საკმაო ხანია დაინტერესებული ვარ. ინტერესის ძირითადი ესკალაცია ჩემში გამოწვია ერთმა მეგობარმა, დავით ივერიელმა, რომელიც ჯერ ერთი, უძველეს მაკისტთა ჯგუფს მიეკუთვნება საქართველოში და მეორეც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც webOS-ით…
-
ამ გაზაფხულზე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გაყიდვაში გამოჩნდა BlackBerry PlayBook. უნდა ითქვას, რომ ამ პლანშეტისადმი დიდი ყურადღება მიპყრობილი იყო ჯერ კიდევ გასული წლიდან, როდესაც მოხდა მისი ოფიციალური ანონსი. კომპანიის Research-In-Motion (RIM), ბიზნეს-გარემოში პოპულარული სმარტფონების, BlackBerry-ს მწარმოებლის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში დაპირებებით გვავსებდნენ, გადაჰქონდათ ტაბლეტის გამოშვების თარიღი, ცვლიდნენ ფასს და ა.შ. და აი, ბოლო-ბოლო მოწყობილობა გამოჩნდა…
-
დღიდან Facebook-ის გაჩენისა, პროფილის გვერდი საშუალებას გაძლევდათ მოგეყოლათ საკუთარი თავის შესახებ გერშემო მოყოფთათვის. აქ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველაფერს, რაც ჩვენ გვაინტერესებს, გვაღელვებს, მოგვწონს, ან რაც ჩვენთვის საინტერესოა, დაწყებული წაკითხული სტატიის შესახებ შთაბეჭდილებებით, დასრულებული ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების ფოტოსურათებით.