ყველა სტატია
-
დღეს თავის გადაცემაში მიმიწვია ნიკო ნერგაძემ. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ უმრავ რამეზე: ტექნოლოგიები, კინო-ეფექტები, სტარ ტრეკი, სტარ ვორზი, ფანტასტიკა და ა.შ. გვისმინეთ, საინტერესო რამეა 🙂
-
Post by Dimitri E. Gogelia.
-
მეგობრებო, ზღვიდან ჩამოვაღწიე, გაიგებდით. გურია ჩავძირე, ესეც იცით. ახლა გამალებით ვემზადები 10 სექტემბრის ღონისძიების ტრანსლაციისათვის. როგორც ალბათ უკვე იცით, 10 სექტემბერს Apple წარმოგვიდგენს ახალ პროდუქტებს. სავარაუდოდ iPhone-ის ორ ახალი მოდელს, 5S და 5C. თუ რა იქნება, როგორ იქნება და რა ეღირება, ამას ჩვენ ღონისძიებიდან გავიგებთ. მანამდე აქ დავდებ ბმულს, ჩემი YouTube-ის არხიდან, უშუალოდ ტრანსლაციის მომავალ…
-
Post by Dimitri E. Gogelia.
-
ეს იუმორისტული მოთხრობა ერთ-ერთ რუსულ საიტზე ვნახე. ფრიად სახალისო რამ არის და საკმაოდ ზუსტად აღწერს დღევანდელ სამყაროში მიმდინარე ზოგიერთ პროცესს. გადავწყვიტე გადამეთარგმნა და თქვენთვის შემომეთავაზებინა, როგორც სახალისო საკითხავი ჩვენს არცთუ ისე დალხენილ პირობებში. მკითხველს ვთხოვ ძალიან სერიოზულად ნუ მიუდგება ამ ნაწარმოებს — ეს უბრალოდ ხუმრობაა.
-
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=uEgKj3OMFJ4[/youtube]
-
-
გამარჯობა მეგობრებო, დღეს 10 ივნისია. ეს კიდევ ნიშნავს, რომ დღეს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება ეფლისტებისათვის დიდი ხნის ნანატრი ღონისძიება — WWDC 2013! ამიტომ უპრიანად ჩავთვალე, რომ პოდკასტი ჩაწერა გავაკეთო ხვალ დილით და მიმოვიხილო დღეს საღამოს ნანახი სიახლეები. ამასთან ერთად, შევეცდები ამ ბლოგში ვაწარმოო ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია. დარჩით ჩვენთან!
-
მეგობრებო, გუშინ საღამოს ერთ სამწუხარო დასკვნამდე მივედი, რომელსაც ახლა გეტყვით. ოთხი წელია არსებობს გემუგი, საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფი. ამ ხნის განმავლობაში უკვე იყო იმის მცდელობა, რომ ამ ორგანიზაციის საიტი გამემართა და შემექმნა ერთიანი სივრცე მაკის ყველა მოყვარულისათვის, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო (ახალი ამბები, გაკვეთილები, ე.წ. How-To და ა.შ.), ასევე ურთიერთობისათვის, ფორუმის სახით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,…