- სისტემური ბრძანებები: “ამოჭრა/კოპირება/ჩასმა”. ეს ეხება არა ამრტო ტექსტს, არამედ სურათებსაც;
- Push-შეტყობინებები იმ პროგრამებისათვის, რომლებიც წესით უნდა მუშაობდნენ ფონურ რეჟიმში. მათი ამ ტექნოლოგიაზე გადაყვანა დაზოგავს აკუმულატორის მუხტს. ასეთი პროგრამის კლასიკურ მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ICQ;
- წაკითხვის და ტექსტის აკრეფვის ჰორიზონტალური რეჟიმი ყველა სისტემურ პროგრამაში;
- გაუმჯობესებული ელფოსტის პროგრამა – შესაძლებელი იქნება ერთ შეტყობინებაში რამდენიმე სურათის გადაგზავნა; შენიშვნების და to-do სიების სინქრონიზაცია;
- Bluetooth-ის სრულყოფილი მხარდაჭერა – ანუ იგულისხმება სხვადასხვა მოწყობილობებთან ურთიერთქმედება, რაც ფაქტობრივად ხსნის ყბადაღებულ პრობლემას აიფონში ლურჯი კიჭის არარსებობის გამო. ამის გარდა დამატებული იქნება სტერეო უსადენო ყურსაცვამების მხარდაჭერა, რაც მელომანებისათვის გულზე ბალზამია;
- MMS – მართალია ეს ტქენოლოგია ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, მაგრამ არა ყველგან. ასე რომ ვისაც ეს საკითხი გაწუხებდათ, გაიხარენით!;
- სრულფასოვანი GPS-ი – სვლაგეზის სახელმძღვანელოთი და ხმოვანი თანხლებით;
- Spotlight – ვინც სარგებლობთ მაკით, კი იცით თუ რა მაგარი ტექნოლოგიაა ეს. ასე რომ ახლა აიფონშიც იქნება. ვინც არ იცის: ეს არის ძიების ერთიანი სისტემა, ძალზედ მძლავრი. ვინდოზავრი ახლოსაც ვერ მიფორთხდება;
- Tethering – ანუ ტელეფონის, როგორც მოდემის გამოყენება, ძალიან მოსახერხებელია როდესაც სადმე ხართ წასული აიფონით და პორტატული კომპიუტერით. მიაერთებ და მუშაობს;
- In-App Purchasing – შესაძლებლობას აძლევს მწარმოებელებს გაყიდონ შიგთავსი პორციებად. მაგალითად ელექტონული ჟურნალები ან თამაშები, სადაც შესაძლებელია თამაშის ახალი დონეების შეძენა;
- Peer-to-Peer Connectivity – შესაძლებლობას გაძლევთ დაუკავშირდეთ სხვა მოწყობილობებს Bonjour-ით WI-FI-ის და Bluetooth-ის საშულებით;
- Third-Party Accessory Apps – შესაძლებლობას აძლევს მესამე მწარმოებლებს შექმნან თავიანთი მოწყობილობების აიფონთან დმაკავშირებელი პროგრამული უზურნვლეყოფა. მაგალითად FM-რადიო;
- Voice Memos – ხმოვანი ჩანაწერები.
iPhone 3.0-ის მიკროკოდის შესახებ
გუშინ ჩვენმა საიტმა გამართა თავისი არსებობს მანძილზე პირველი ტრანსლაცია Apple-ის ღონისძიებიდან. სამწუხაროდ, ტრანსლაცია ხარვეზებით წარიმართა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. შემდგომი ღონისძიებებისათვის ტექნოლოგიას დავხვეწთ.
მას ასე. ვნახოთ, თუ რა შემოგვთავაზა ეფლმა ამ ჯერზე აიფონისათვის: