iPhone 4
-
სალამი მეგობრებო! პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ამდენ ხანს გაცდევინეთ. გასული კვირა სავსე იყო ვნებათა ღელვებით. ჯერ ერთი ჩემს სამსახურში პროექტის ერთ-ერთი სტადიის ფინალი იყო და მაგ დროს როგორც წესი საგიჟეთი მაქვს. მეორეც, გასულ ორშაბათს როგორც იქნა ჩამოაღწია ჩემმა პირადმა აიფონმა! ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად გამიხარდა! და ვითვალიწინებ რა მკითხველთა უდიდეს ინეტრესს ყბადაღებული სიგნალის კარგვის შესახებ,…
-
ამჯერად უფრო მეტი ადამიანის მონაწილეობით 🙂 [youtube]http://www.youtube.com/watch?v=WV1LNZLunas[/youtube]
-
მეგობრებო, არ გეგონოთ რომ ან დამავიწყდა ან მეზარება მიმოხილვის გაგრძელება. უბრალოდ ორშაბათს როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი აიფონ 4 და ეს ორი დღეა ინტენსიურად ვტესტავ. განსაკუთრებით სიგნალის კარგვის საკითხს. სიგნალს რაც შეეხება, არ იკარგება, არა! დანარჩენს ოდნავ მოგვიანებით მოგახსებთ.
-
მეგობრებო, ვიცი ეს დღეები არაფერი დამიწერია. უნდა მაპატიოთ. გუშინ ჩემი აიფონის ჩამოსვლას ველოდებოდი სულმოუთქმელად. ძალიან დააგვიანდა ამანათის ჩამოსვლა და ერთი მომენტი ვიფიქრე ამ კვირაშიც ჩაიშალა-მეთქი. მაგრამ ბოლო-ბოლო ჩამოაღწია და აგერ ჩემს გვერდითაა! მიმოხილვის მესამე ნაწილს ამ საღამოს შემოგთავაზებთ. მანამდე ვისაც სიგნალის კარგვა აინტერესებდა… ორი სიტყვით ვერ დავწერ, მაგრამ არ იკარგება! უფრო დეტალურად ოდნავ მოგვიანებით 😉
-
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=xlNdihJ_FX4[/youtube] მეგობრებო ჩემი შეცდომაა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. არა 1.3 არამედ 0.3 მეგაპიქსელია წინა კამერა.
-
ვაგრძელებთ ჩვენს მიმოხილვას. ალბათ შეამჩნევდით, რომ საკმაოდ მცირე პორციებით ვწერ. რამდენიმე მიზეზია ამისათვის: ძალიან ცხელა, სამსახურში ვარ ძალიან დატვირთული, თანდათანობით ვეცნობი ტელეფონს, ვინაიდან ძალიან ბევრი სიახლეა და გამიზნული მაქვს მაქსიმალურად დეტალურად დავწერო ყველაფერი. მაშასადამე განვაგრძოთ. სიმ-ბარათი ახალ აიფონში სიმ-ბარათი ზემოდან არ იდება, არამედ გვერდიდან. ამის გარდა სტივი რისი სტივია, რაიმე მაკვარანცხობა რომ არ მოეფიქრებინა. ჰოდა…
-
მოკლედ, ცოტა კი დამიგვიანდა ამ მიმოხილვის მომზადება, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ახლა რა ხდება. მე ჩემი პირადი აიფონი როგორც უკვე იცით შეკევთილი მაქვს და ლონდონიდან ნელი სვლით მოდით თბილისისაკენ. სამაგიეროდ ჩვენი ბლოგის და GeMUG-ის სპონსორი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და გასულ კვირა დღეს გადმომცა iPhone 4-ი ტესტირებაზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია მაღაზია iphones.ge, რომელიც…
-
[youtube]Jn65XRIv1-U[/youtube]
-
მეგობრებო, დღეს მივიღე ტესტირებაზე iPhone 4 აკა ხუხაშვილისაგან, რომლის მაღაზიაც მდებარეობს ლესელიძის 53 ნომერში. ხვალ საღამოს შემოგთავაზებთ ტესტირების შედეგებს.
-
სანამ iPhone 4-ის ჩემი პირადი ეგზემპლარი ჩამოაღწევს თბილისამდე (სამიოდე კვირა დარჩა), მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა პრობლემები წარმოიშვა ამ ახალი ტელეფონის გარშემო და რამდენადაა ეს პრობლემები სერიოზული. თუ ყურით მოთრეულია ზოგიერთი მათგანი და არც კი ღირს ყურადღების გამახვილება? iPhone 4-ი უკვე რამოდენიმე კვირაა, რაც გაყიდვაში გამოვიდა. პირველი რამოდენიმე ქვეყნა, სადაც ეს მოხდა არის აშშ, დიდი ბრიტანეთი,…