Drupal-ის შესაძლებლობების მიმოხილვა, ნაწილი 2

ვაგრძელებთ Drupal-ის მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ მეორე, დასკვნით ნაწილს.

ერგონომიკა

  • პერსონალიზაცია – Drupal-ი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოარგონ საიტის წარმოდგენა საკუთარი გემოვნების მიხედვით. ამაში შედის საინფორმაციო ბლოკების ნაკრებიც, რომლის ნახვაც სურს მომხმარებელს საიტზე.
  • მუდმივი ბმულები (permalinks) – ყოველი დოკუმენტი (node) რომელიც საიტზე შეიქმნა, იღებს მთელი თავისი არსებობის მანძილზე უნიკალურ ID-ს, ბმული ამ გვერდზე ყოველთვის ერთნაირი იქნება. მაგალითად, ფორუმის თემის გადატანა ერთი განყოფილებიდან მეორეში არ გამოიწვევს მისამართის შეცვლას.
  • მოკლე URL (friendly URL’s) – Drupal-ი იყენებს mod_rewrite მექანიზმს, რომელიც Apache სერვერის შემადგენლობაში შედის ესთეტიური მისამართების მისაღებად. ეს მექანიზმი გაცილებით აუმჯობესებს საძიებო სისტემების დამოკიდებულებას საიტისადმი.
  • პსევდონიმები (URL aliasing) – შესაძლებელი არის რომ გვერდებს მივანიჭოთ ალტერნატიული სახელები. მაგალითად, ასეთი მისამართი: www.example.com/node/view/31 შეიძლება გადავაკეთოთ ასე: www.example.com/about.
  • ვერსიების მართვა (revisions) – საიტის ნებისმიერი დოკუმენტის ცვლილებისას შესაძლებელია ახალი ვერსიის შექმნა, ამ დროს ძველი ვერსია არ იკარგება.
  • საზოგადო მოდერაცია – მოსახერხებელი ფუნქციაა ზოგიერთი ტიპის საიტისათვის, მაგალითად სხვადასხვა ტიპის საზოგადოებებისათვის, სადაც საიტის მასალებით შევსება ხდება წევრების მიერ. ასეთი მოდერაცია წარმოადგენს მასალების მოწონების მექანიზმს საიტის წევრების მხრიდან. ყოველ ასეთ მასალას გააჩნია რეიტინგი და მომხმარებელებს შეუძლიათ მოუმატონ ან დააკლონ – შედეგად პოპულარული და სასარგებლო დოკუმენტები ზემოთ ამოდის. ეს მექანიზმი ადვილად მოსარგებია.
  • განახლებების მომძიებელი (tracker) – საიტის ყველა განახლებული დოკუმენტი ან მასალა, რომელშიც დაემატა ახალი კომენტარი დაჯგუფებულია საერთო საიტზე, ხოლო ბმული განთავსებულია მომხმარებლის მენიუში.

მხარდაჭერა

  • თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა (open source) – Drupal-ი წარმოადგენს თავისუფლად გავრცელებად პროგრამულ უზურნველყოფას, რომელიც ვრცელდება GNU GPL ლიცენზიით. ეს ნიშნავს, რომ Drupal-ის გამოყენებისას თქვენ ღებულობთ სრულ საწყის წყაროს და შესაძლებლობა გაქვთ შეიტანოთ ცვლილებები. თვქენ აგრეთვე სრულიად თავისუფლად და შეზღუდვის გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ Drupal-ი კომერციულ პროექტებში.
  • დოკუმენტაცია – Drupal-ს მოყვება დოკუმენტაცია, თუმცა საიტზე მასალები კიდევ უფრო მეტია: drupal.org
  • საზოგადოების მხარდაჭერა – თავისუფალი პროგრამული უზრუნვლეყოფის ძლიერი მხარეა, ვინაიდან მომხმარებელებისათვის და მწარმოებლებისათვის ეს პირველ რიგში ჰობია და ამ დროს ისინი უკეთ გიწევენ დამხარებას, ვიდრე კომერციული პროდუქტის მოხმარებისას.
  • თავისუფალი მწარმოებელები (freelancers) – უფრო ადვილია სპეციალისტების მოძიება opensource სისტემასთან, ვიდრე დახურული პროგრამის დროს, როდესაც სპეციალისტის ცოდნით აღჭურვა ძვირი ჯდება.

მაშტაბირება

  • მოდულები – Drupal-ის მცირე ბირთვს ემატება ახალი შესაძლებლობები მოდულების დახმარებით. არსებობს დიდი ოდენობის მზა მოდული სხვა დასხვა ფუნქციებისათვის.
  • ქვერდების კეშირება – გვერდები, რომლებიც უკვე ნანახია მომხმარებლის მიერ, კეშირდება ბაზაში და ანონიმური მომხმარებელები მათ ღებულობენ კეშიდან ხელახალი გენერაციის გარეშე. ეს ფრიად ამცირებს მონაცემთა ბაზის დატვირთვას და აჩქარებს საიტის მუშაობას.
  • მრავალპლათფრომულობა – Drupal-ი მხარს უჭერს Apache-ს და MS IIS-ის, მბმს MySQL-ს, PostgreSQL-ს და MS SQL-ს. საუკეთესო ვარიანტია Apache-ის გამოყენება MySQL-თან ერთად.