ძველი iPhone-ის ახალ iPhone 3G-მდე განახლება

ამ დღეებში Apple-მა გამოაქვეყნა ზუსტი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გადავაქციოთ ორიგინალური iPhone ახალ 3G-ვარიანტად. დოკუმენტს ზუსტად ასე ქვია “How to replace an original iPhone with an iPhone 3G”, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი განახლების პროცესი.

უნდა გაიაროთ 6 ძირითადი ნაბიჯი და საქმე გაკეთებულია. სტატიაში დაწერილია: „თუ ყველაფერს შეასრულებთ სწორად და გააკეთებთ მონაცემების მარქაფს, თქვენ შეინარჩუნებთ ყველა მტშ-შეტყობინებას, ელფოსტის პროფილებს, ჩანაწერებს და პირად პარამეტრებს“.

ამ სახლემძღვანელოს მოძებნა შესაძლებელია საიტზე support.apple.com