ელვა! სტივი და ერიკი ისევ მეგობრობენ???

არც ისე დიდი ხნის წინ ყველამ ჩათვალა რომ Apple-ი და Google-ი საბოლოოდ გაებუტნენ ერთმანეთს. მრავალმა ჩათვალა, რომ მრავალწლიანი მეგობრობა დასრულდა. მაგრამ არა!

გუშინ ჯობსი და შმიდტი შეამჩნიეს პალო-ალტოს ერთ-ერთ კაფეში. ისინი ისხდნენ და საქმეებზე საუბრობდნენ.

Steve Jobs & Eric Schmidt
Steve Jobs & Eric Schmidt
Steve Jobs & Eric Schmidt
Steve Jobs & Eric Schmidt

თვითმხილველმა, რომელმაც ეს ფოტოები გადაიღო და ისინი გადააგზავნა Gizmodo-ს რედაქციაში, შეამჩნია, რომ კაფე ეკუთვნის გუგლის ყოფილ შეფ-მზარეულს ჩარლი აიერსს. გვერდით გავლისას მან მოისმინა რამოდენიმე ფრაზა, რომელიც სტივმა თქვა. კერძოდ ჯობსი გატაცებით ამბობდა: “ისინი ამას მაინც ნახავენ ადრე თუ მალე და რა მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გაიგებენ ამას”. როგორც ჩანს, საუბარი მიდიოდა ვებ-შიგთავსზე. მეორე ფრაზა სტივმა თქვა, როდესაც დაინახა, რომ გარშემო დაგროვება დაიწყო ხალხმა: “მოდი ეს გავარჩიოთ სადმე სხვაგან”. ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება გახლდათ. შმიდტი ძალიან წყნარად იჯდა და ისმენდა ჯობსის საუბარს.

მაგრამ მოდით შევხედოთ ფოტოებს და ცოტა ხნით გავხდეთ შერლოკ ჰოლმსი. ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს. მაგალითად, რას იტყვით შმიდტის პოზაზე პირველ ფოტოზე? მეორე ფოტოეზე ის უფრო გაბედულად ზის. და რა აქვს სტივს მუხლებზე? ძალიან ბევრი ჭიკა ხომ არ დევს მაგიდაზე? და რაც მთავარია, რა დევს მაგიდაზე შავი? iPad-ს თითქოს არ ჰგავს, ხოლო თუ ის ისაა, რატომ დევს შმიდტის მხარეს?

ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პირები ერთმანეთს შეხვდნენ ასეთ უბრალო ადგილას, გულისხმობს, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ნეტრალური ტერიტორია აირჩიეს. იქნება მათ სულაც მხოლოდ ყავის დალევა უნდოდათ, მაგრამ როგორც ყველა საქმიან ადამიანს, საუბარი მაინც გადაუვიდათ საქმეებზე? მაგრამ როდის აქეთია, რომ მილიარდელები ფინჯანი ყავის დასალევად დადიოდნენ კაფეში? ერთადერთი რეალური მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არცრთს არ სურდა მეორის ოფისში შესვლა, აი ეს შეიLძება ჩაითვალოს მოლაპარაკებების დაწყებად. მაგრამ იქნება ეს სულაც პიარია და მათ სურდათ რომ სწორედაც შეემჩნიათ ისინი ერთად?

ბონუსი: სტივის მერსედესი, როგორც ყოველთვის ნომრების გარეშე:

Steve Jobs' Car
Steve Jobs' Car

10 thoughts on “ელვა! სტივი და ერიკი ისევ მეგობრობენ???”

  1. რატომაც არ შეიძლება მილიარდერები იჯდნენ კაფეში, ესენი ხომ გაბღენძილი და სნობი ბანდიტი მილიარდერები არ არიან, ჩვეულებრივი უბრალო ტიპები არიან. ვერ ხედავ როგორ აცვია, ჯინსები და ბოტასები :) პალო ალტოსი ბევრს ნახავ ესე, ჯინსებში, ბოტასებში, კაფეში და მილიონერ/მილიარდერს :)

  2. სპეციალურად გაკეთებულს უფრო გავს ეს ყველაფერ :)

  3. მენიუ უდევს :D თუ გინდა ნუ გამოაქვეყნებ :D

  4. დადგმულიც რო იყოს მერე რა… საქმეს ჭირდებოდა და დაჯდნენ ერთად,
    სტივ არ დაბერდე :D

Comments are closed.