ცნობილი რეპერის, ემინემის იურისტებმა სარჩელი შიტანეს Apple-ის წინააღმდეგ, ისინი კომპანიას ადანაშაულებენ შესმრულებლის ჩანაწერების უკანონო გავრცელებაში.
სარჩელი, რომლის ავტორიც არის შემსრულებლის გამომცემელი კომპანია Eight Mile Style და კომპანია Martin Affiliated, რომელიც საავტორო უფლებების მართვითაა დაკავებული, შევიდა ქალაქ დეტროიტის საოლქო სასამართლოში. მასში მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ Apple-ს არა აქვს უფლება გაავრცელოს ემინემის ნაწარმოებები iTunes-ის საშუალებით. Apple-ი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ასეთი უფლებები მან მიიღო კომპანია Universal-გან, ამიტომაც, გამორიცხული არაა, რომ თვითონ ხმისჩამწერი სტუდიაც მალე აღმოჩნდეს შესმრულებლის იურისტთა შემდეგი სამიზნე.
იურისტის ოუენ სლოუნის (Owen Sloane) განცხადებით, ეს სასამართლო პროცესი ძალზედ მნიშვნელოვანია მუსიკალური ინდუსტრიისათვის. ხმისჩამწერი კომპანიები, რომელთაც აქვთ შემსრულებლის მუსიკის კომპაქტ-დისკებით რეალიზაციის უფლება, კონტრაქტიდან გამომდინარე, შეიძება არ ჰქონდეთ ციფრული ჩამოტვირთვადი აუდიოს რეალიზაციის უფლება. „ჩვენ ვხედავთ კიდევ მრავალ ასეთ პროცსესს“, – ამბობს იურისტი.
წყარო: The Detroit News