კომპანია FastMac-ი, რომელიც სპეციალიზირდება Mac-კომპიუტერების სხვადასხვა დამატებითი მოწოყობილობების გამოშვებაზე, განაცხადა ახალი პროდუქტის, TruePower-ის გამოშვების შესახებ, რომელიც განკუთვნილია ყველაზე ძლიერ პორტატულ კომპიუტერთან – 17-გოკიან MacBook Pro-სთან სამუშაოდ.
კომპანიის განცხადებით, „მშობლიური“ აკუმულატორის შეცვლით, 17-გოჯიანი MacBook Pro-ს მფლობელებს შეუძლიათ გაზარდონ ავტონომიური მუშაობის დრო, ვინაიდან ახალი პროდუქტი გამოირჩევა მაღალი მოცულობით – 71 ვტ/სთ, მაშინ როცა ორიგინალურის მოცულობაა – 68 ვტ/სთ.
აკუმულატორი TruePower-ი დაფუძნებულია ლითიუმ-პოლიმერულ ელემენტებზე და აღჭურვილია დარჩენილი მუხტის შუქდიოდიანი ინდიკატორით.
სიახლის ფასი შეადგენს $99,95 – $30-ით უფრო იაფი, ვიდრე ორიგინალური აკუმულატორი.
წყარო: FastMac