კომპანიის American Technology Research ანალიტიკოსის შო ვუს (Shaw Wu) აზრით, სტივ ჯობსის მოხსენებამ Macworld Conference & Expo 2008-ზე, რომელიც ჩატარდა სან-ფრანცისკოში გასულ კვირას, ვერ გააოცა დამკვირვებლები. ანონსების დიდი ნაწილი,რომლებიც გააკეთა Apple-ის მეთაურმა, მოსალოდნელი იყო, მათ შორის ახალი კომპიუტერი MacBook Air-ი, რომელიც უნდა გახდეს (პრინციპში უკვე გახდა) მოხსენების კულმინაციური მომენტი.
ანალიტიკოსის აზრით, MacBook Air-ი ვერ გახდება სერიოზული ფაქტორი Mac-კომპიუტერების გაყიდვების ზრდის საკითხში, ვინაიდან მისი მახასიათებლები გადაიფარებიან MacBook-ის და MacBook Pro-ს მიერ. შო ვუ მიიჩნევს, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა ფილმების გაქირავების სერვისი, რომელიც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი მოვლენა Apple-ის ციფრული ვიდეოს ბიზნესში.
Apple-ის ფინანსურ სიტუაციაზე საუბრისას, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ს ეკონომიკის საერთო ვარდნისა, სტივ ჯობსის კომპანია ახერხებს შეინარჩუნოს პოზიციები მყარი ფუნდამენტის წყალობით, რომელსაც საფუძველი უკანასკნელ წლებში ჩაეყარა. American Technology Research-მა დაადგინა Apple-ის აქციების მიზნობრივი ღირებულება შემდეგი 12 თვის განმავლობაში $210 ოდენობით.
წყარო: iPodNN