Firefox 2.0.0.8-ში გაუმჯობესებულია Leopard-თან თავსებადობა

Mozilla Foundation-მა გამოუშვა თავისი პროდუქტის Firefox-ის ახალი ვერსია.

Mozilla Firefox 2.0.0.8-ს Mac OS X-ისათვის გააჩნია უკეთესი თავსებადობა Leopard-თან (თუმცა ზოგიერთი პრობლემა ჯერ კიდევ არის არის გადაწყვეტილი), აგრეთვე გასწორებულია რამოდენიმე უწერიგობა, რომელთაგან ორი კლასიფიცირებულია როგორც კრიტიკული.

მიუხედავად იმისა, რომ Mac OS X Leopard-ის გამოსვლამდე დარჩენილია თითზე ჩამოსათვლელი დღეები, Firefox-ს ამ ოპერაციულ სისტემაში გაშვებისას გააჩნია მთელი რიგი პრობლემები. კერძოდ, თანხმლებ დოკუმენტაციაში დასახელებულია Flash-შიგთავსის Intel-პროცესორიან Mac-ებზე გამოსახვა.

ამის გარდა, Intel Mac-ზე ჯერ-ჯერობით კვლავ არ მუშაობს Talkback-ფუნქცია — სამსახური, რომლის საშუალებითაც მომხმარებელებს შეუძლიათ გაგზავნონ ავტორებს შეტყობინება Firefox-ის უწერიგობის შესახებ.

წყარო: Mozilla