კომპანიამ Macally წარმოადგინა ახალი პორტატული აკუსტიკური სისტემა FlexTune, რომელიც განკუთვნილია Apple iPod classic, iPod touch და iPhone-თან სამუშაოდ.
FlexTune-ს გააჩნია ჩაშენებული შემაპირისპირებელი სადგური, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია iPod-ის ან iPhone-ის ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ჩამაგრება, იმისდამიხედვით თუ როგორ გესაჭიროებათ თქვენ.
მოწყობილობას გააჩნია ღილაკები მუსიკის გაშვებისათვის და ხმის დონის რეგულირებისათვის. ხაზური შესასვლელი შესაძლებლობას იძლევა მივუერთოდ ხმის სხვა წყაროები, – მაგალითად, iPod shuffle.
ჩაშენებული სპიკერების სიმძლავრეა 1,5 ვტ თითოეულ არხზე. სიახლე გაყიდვაში გამოვა თებერვალში $69,99-ად.
წყარო: Macally