Foxconn არ გადაუხდის კომპენსაციას თვითმკვლელების ოჯახებს

სამშაბათს ძირითად აქციონერებთან შეხვედრისას Foxconn-ის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა თავის ქარხენბში თვითმკველელობებთან ბრძოლის ახალი გეგმა.

მთავარი ის იქნება, რომ სრულიად გაუქმდება დაღუპული თანამშრომლის ოჯახზე კომპენსაციის გადახდა. Foxconn-ის ხელმძღვანელის ტერი გოუს განცხადებით, აქამდე ხდებოდა კომპენსაციის გადახდა, რომლეიც მუშის ათწლიანი ხელფასის ტოლი იყო. ჩინეთისათვის ეს უზარმაზარი თანხაა. ხშირ შემთხვევაში მუშები თვითმკველობით ასრულებდნენ სიცოცხლეს და უკანასკნელ წერილში ამხნევებდნენ ოჯახის წევრებს სიტყვებით: „ნუ იდარდებთ, Foxconn კომპენსაციას გადაგიხდით“.

მეორე ნაბიჯი სიტუაციის გამოსწორების მიზნით გახდა შეკვეთების ნაწილის გადასროლა ვიეტნამში, სადაც მალე გაეშვება მაღალავტომატიზირებული ფაბრიკა და ტაივანზე. ამის გარდა დაგეგმილია ხელფასის გაზრდა 132 დოლარიდან 176 დოლარამდე. თვეში.