FreshBattery გვთავაზობს ახალ აკუმულატორებს iBook-ისა და PowerBook-ისათვის

ინტერნეტ-მაღაზიამ FreshBattery წარმოადგინა აკუმულატორების ახალი ხაზი წარმოებიდან მოხსნილი პორტატული კომპიუტერებისათვის. მასში შედის

აკუმულატორები კომპიუტერებისათვის Apple iBook და PowerBook.

კომპანიის განცხადებით, თითოეული აკუმულატორის ტევადობა ზუსტად შეესაბამება ორიგინალს, ხოლო ხანდახან აჭარბებს კიდეც. ფასები საკმაოდ მისაღებია: მაგალითად, აკუმულატორი Powerbook G4 Titanium-თვის ღირს $89,95, ხოლო PowerBook G4 17” Aluminum – $114,95.

მაღაზიის შემოთავაზებაში აგრეთვე არის აკუმულატორები შემდეგი კომპიუტერებისათვის: PowerBook G3 WallStreet, iBook G3 Clamshell, 12- და 14-დუიმიანი iBook G3 და G4.

წყარო: FreshBattery