იარაღის ამერიკულმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Lockheed Martin შეიძინა კვანტური კომპიუტერის პირველი კომერციული ნიმუში, D-Wave One, რომელის შეიმუშავეს კანადურ კომპანიაში D-Wave Systems.
გარიგების ფასი გახლავთ 10 მილიონი დოლარი. Lockheed Martin-ის წარმომადგენლებმა მთელი წელი დახარჯეს, რომ გაცნობოდნენ 128-კუბიტიან პროცესორს D-Wave One, რომლის მუშაობასაც უზრუნველყოფს უზარმაზარი კრიოგენული დანადგარი, ფართობით 10 კვადრატული მეტრი. D-Wave Systems თანადამფუძნებელი, ჯორდი როუზი (Geordie Rose) გარიგებას საეტაპოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კვანტური კომპიუტერები თანდათან გადადიან იმ ტექნოლოგიების სიაში, რომლებიც მზად არის სამრეწველო გამოყენებისათვის.

კვანტური ბიტები D-Wave One-ში იწყობა ზეგამტარი მარყუჟების ბაზაზე
ჯოზეფსონის ორი კონტაქტით. დენი აქ შეიძლება გადაედინებოდეს საათის ისრის მიმართულებით, ან პირიქით, რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ „0“ და „1“.

წყარო: NewScientist
ტესტ
ტესტ