გამოვიდა CrushFTP Mac-ისათვის

ვებ-საიტზე CrushFTP.com გამოჩნდა პოპუარული სამარჯვის ახალი ვერსია, — CrushFTP 4.6.

პროგრამის ახალ ვერსიაში დამატებულია: სერვერული ავტომატური გაფრთხილებები დისკზე არასაკმარისი ადგილის შესახებ, მომხმარებლის წვდომის აკრძალვა და სხვ.; გაჩნდა upload-ფაილის ზომის, სესიის, დღის ან თვის განმავლობაში გადაგზავნილი ინფორმაციის მოცულობის შეზღუდვის შესაძლებლობა; ეროვნული სომბოლოების უკეთესი მხარდაჭერა; UTF8 OPTS-რეჟიმი. CrushFTP 4.6-ში აგრეთვე გაუმჯობესებულია MagicDirectory-ს მუშაობა.

განახლებაში გასწორებულია ზოგიერთი შეცდომა, მათ შორის — სერვერის მიერ ფაილის მიღების უარი დიდი ტრაფიკის დროს, Java 1.6 კოდირებებთან არასწორი მუშაობა, ავტორიზაციის არასწორი მუშაობა, CrushSQL-ის მუშაობა და სხვ.

განახლება უფასოა CrushFTP 4.x ვერსიის მფლობელებისათვის. ლიცენზიის ღირებულება — $29,95.

წყარო: CrushFTP.com