განახლებები შუა კვირაში

ძალიან ხშირად ახალი განახლებები Apple.com-ზე კვირის ბოლოს გამოჩნდება ხოლმე. მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც: ზუსტად რომ კვირის შუადღეს, ოთხშაბათს გამოვიდა ორიოდე ახალი განახლება – ერთი პროფესიონალური პორტატული კომპიუტერებისათვის, მეორე – QuickTime-ის Windows-ვერსიისათვის. დავიწყოთ ბოლოთი:

Security Update for QuickTime 7.2 for Windows

უბრალოდ რომ ვთქვათ – ეს არის მორიგი განახლება პროგრამაში მოძიებული მორიგი უწესრიგობისათვის: როგორც ჩვეულებრივ, მიზანშია ჩაკერებული კოდი, რომელიც „შესაძლებლობას აძლევს ბოროტმოქმედს გაუშვას პროგრამა ბრძანების სტრიქონიდან სპეციფიური არგუმენტებით“. ამ დაზიანების უგულვებელსაყოფად არის ეს განახლება. ჩამოტვირთვა შეგეძლებათ აქედან.

Battery Update 1.3

Battery Update 1.3-ის ზომა (480 Kb) ათიოდჯერ ნაკლებია, მაგრამ განკუთვნილია პროფესიონალური პორტატული კომპიუტერებისათვის Apple MacBook Pro 15-დუიმიანი ეკრანებით. განახლება ითვალისწინებს მცირე სახის შესწორებებს აკუმულატორის მუშაობაში.