Google Desktop-ი თავსებადია Leopard-თან

Google-მა გამოუშვა Google Desktop-ის ახალი ვერსია, რომელიც თავსებადია Apple Mac OS X — 10.5 Leopard-თან.

„ჩვენ საფუძვლიანად ვიშრომეთ იმისთვის, რომ Google-ის ყველა პროდუქტი თავსებადი იყოს როგორც Mac OS X Tiger-თან, აგრეთვე Leopard-თანაც. ეხლა ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ Google Desktop-იც თავსებადი გახდა Leopard-თან.“, — გვამცნობენ Google Mac-ში მარკეტინგის მენეჯერი მარკ სეიბეკი (Mark Sabec) და ინჟინერი მაიკ პინკერტონი (Mike Pinkerton).

Google Desktop-ის ახალი ვერსიის გადმოწერა შეგიძიათ ამ გვერდიდან.

წყარო: Google