კონფერენციაზე eComm გამოსვლისას, Google-ის მობილური პლათფორმების დეპარტამენტის მმართველმა რიჩ მაინერმა (Rich Miner) აღნიშნა iPhone-ის ინოვაციურობა.
„iPhone-ის გამოშვებით Apple-მა მრავალი რამ გააკეთა პირველად ინდუსტრიაში“, — განაცხადა მაინერმა. Google-მა ხელი შეუწყო პროგრამა Maps-ის შექმნას.
ამასთან მაინერმა გააკრიტიკა Apple-ის ტელეფონი იმ დიდი შეზღუდვების გამო, რომლებიც მას აქვს. „არსებობს პროგრამები, რომელთა შექმნაც თქვენ არ შეგიძლიათ iPhone-ისათვის“, — განაცხადა მან. როგორც ცნობილია, Apple-მა არ დაუშვა ფონურ რეჟიში მომუშავე პროგრამების შექმნა, ინტერპრეტირებადი კოდის გაშვება და სხვ.
წყარო: InfoWorld