გუშინ iPhone-ი ზუსტად ერთი წლის გახდა

გუშინ ფრიად ღირშესანიშნავი თარიღი იყო, ზუსტად ერთი წლის და 1 დღის წინ — 2007 წლის 9 იანვარს MacWorld 2007 გამოფენაზე სტივ ჯობსმა წარმოადგინა iPhone-ი.

მას შემდეგ iPhone-მა მოახერხა აშშ-ის დაპყრობა და თანდათან მთელ მსოფლიოს მოედო. დღეისათვის Apple iPhone-ის ოფიციალური შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს 4 ქვეყანაში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, ხოლო არაოფიციალურიად — ყველგან.