ურთულესმა პარტიამ, სახელად „Apple-ის სარჩელი HTC-ს წინააღმდეგ“ როგორც იქნა ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა: დღეს ორკვირიანი პაუზის შემდეგ HTC-ს ვიცე-პრეზიდენტმა გაყიდვებში ჯეისონ მაკენზიმ (Jason Mackenzie) ოფიციალურად უპასუხა ბრალდებას კუპერტინოდან:
ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით Apple-ის ქმედებებს და ვაპირებთ გამოვიყენოთ კანონით განსაზღვრული ყველა საშუალება თავის დაცვის მიზნით. არჩევანის შესაძლებლობა ფრიად მნშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისათვის და ამის მისაღწევად არსებობს ზუსტად რომ კონკურენცია.
ქვეტექსტი ნათელია: HTC-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გამოწვევა და ემზადება ბრძოლისათვის. როგორც ცნობილია, Apple-მა დაადანაშაულა კომპანია ოცი პატენტის დარღვევაში, რომლებიც ფარავენ iPhone-ის მომხმარებლის ინტერფეისს და Apple-ის სმარტფონში გამოყენებულ პროგრამულ და აპარატურულ გადაწყვეტილებებს — სარჩელის ტექსტში ფიგურირებს HTC-ს თორმეტი მოდელი, ამათგან ხუთი მუშაობს Google Android-ის ბაზაზე, ხოლო დანარჩენები — Windows Mobile-ზე.
ყველაზე მეტად "ღორობას" ვერ ვიტან ბიზნესში და რატო ეწევა ეიფლი მაგ მიმართულებას ვერ ვხვდები….
„ღორობაში“ რა იგულისხმება? :)