Huckleberry გადააქცევს MacBook-ს ვიდეოკამერად

კომპანიამ Ecamm Network-მა დაიწყო Huckleberry-ის — Apple MacBook-ის და MacBook Pro-ს სამარჯვის ახალი ვერსიის გაყიდვა, რომელიც საშუალებას იძლევა გადავაქციოთ კომპიუტერი ვიდეოკამერად. ამ ხელსაწყოს მთავარი ელემენტია სარკე, რომელიც საშუალებას იძლევა გადავიღოთ ის ობიექტები, რომლებიც კომპიუტერის წინაა განთავსებული.

აქსესუარის კომპლექტაციაში შედის შესანახი ტომსიკა, აგრეთვე პროგრამა iGlasses-ის გამოყენების ლიცენზია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მოვარგოთ გამოსახულება. Huckleberry-ის ფასი — $28,95.

წყარო: Ecamm Network