დღეს საიტმა PhoneArena გამოაქვეყნა ინფორმაცია Apple-ის ახალი პლანშეტური კომპიუტერის ტექნიკური მონაცემების შესახებ. ინფორმაცია მათი სიტყვებით მიღებული იყო ანონიმური წყაროდან.

მძლავრი პროცესორი Intel Core 2 Duo 2.26 გჰც, 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება გაფართოების შესაძლებლობით 8 გბაიტამდე (!). ასეთი კომპიუტერი სრულიად შეძლებს კონკურენციის გაწევას MacBook-თან. ოპერაციული სისტემა: Mac OS X Clouded Leopard 10.7 Time Machine-ის, MobileMe-ის, iCal-ის და სხვა გემრიელობების მხარდაჭერით.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია გამოგონილია, ხოლო ფოტოები — ყალბია.
Comments
2 responses to “ინფორმაცია Apple Tablet-ის შესახებ ტყუილი აღმოჩნდა”
ჰაჰ არადა რა ამბავი იყო ტვიტერზე. :D
26 იანვრამდე სულ ასე იქნება დოდკა! :)
ამ თარიღისათვის არის დაგეგმილი Apple Special Event-ი.