ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ბრაუზერის Internet Explorer წილი ბაზარზე პირველად 1999 წლიდან ჩამოვიდა 60 პროცენტიანი ნიშNულის ქვემოთ! ბრაუზერების ომი კვლავ გაჩაღდა!
დღეისათვის Microsoft-ის პროგრამით სარგებლობს მომხმარებელთა 59,95 პროცენტი. ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი 80 პროცენტი იყო.
დიდი ნაწილი გადავიდა Firefox-ზე, რომლესაც დღეისათვის ბაზრის 25 პროცენტიანი წილი აქვს. Google Chrome-ს — 6,7 პროცენტი, ხოლო Apple Safari-ს — 4,72 პროცენტი. Opera როგორც ყოველთვის აუტსაიდერია — 2,3 პროცენტი.