iPad დადებითად მოქმედებს eReader-ების ფასების ვარდნაზე

ელწიგნების მწარმოებელმა მრავალმა კომპანიამ სკეპტიკურად შეაფასა აიპადის გამოსვლა თავის დროზე. თურმე ისინი მწარედ ცდებოდნენ. აიპადის არანორმაულური პოპულარობა აიძლებს კონკურენტებს გადახედონ თავიანთ სამომავლო გეგმებს.

ყველაზე მოქნილები მაინც Amazon-ი და Barnes & Noble-ი აღმოჩნდნენ. პირველმა თავისი კინდლის (6 გოჯიანი ეკრანით) ფასი დაწია 190 დოლარამდე. მეორე კომპანიამ არათუ დაწია ფასი თავის Nook 3G-ზე 260-იდან 200 დოლარამდე, არამედ აგრეთვე გამოუშვა ახალი მოდელი 3G-ს გარეშე სულ რაღაც 149 დოლარად. ასეთმა ფასმა მოწყობილოსათვის რომელსაც ორი ეკრანი აქვს (მელნიანი და დამატებითი სენსორული) შეიძლება ბევერი დააინეტრესოს. რაღა დაგიმალოთ და მეც დავინტერესდი. YouTube-ზეც ვნახე მიმოხილვები. მაგრამ ცოტათი დამაფიქრა მოწყობილობის ოდნავმა სიზანტემ რეგირების საკითხში.

როგორც არ უნდა იყოს, აიპადმა დადებითი ზეგავლენა იქონია ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხში.

1 thought on “iPad დადებითად მოქმედებს eReader-ების ფასების ვარდნაზე”

  1. Kobo-ც 150 დოლარი ღირს მაგრამ მგონი ისიც ნელია :(

Comments are closed.