დღეს დაიწყო iPad-ის საერთაშორისო გაყიდვები. და როგორც ჩანს სერიოზული გაყიდვები დაიწყო ყველგან, იაპონაში, გერმანიაში, ესპანეთში და დიდ ბრიტანეთში.
ზოგიერთი მონაცმით მარტო ევროპაში წინასწარმა შეკვეთებმა 900 000 ცალს გადააჭარბა.
ინგლისში ყველაზე მეტი ადამიანი ლონდონში შეიკრიბა ეფლის მაღაზიასთან. მათ შორის შემჩნეულია ცნობილი მწერალი და მსახიობი სტივენ ფრაი. ფრაი ჩადგა რიგში და შეიძინა აიპადი, შემდეგ კი ამის შესახებ თავის საიტზეც განათავსა ჩანაწერი.
ამასთან მაღაზიების “შტურმა” ნგრევისა და მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. :)
გერმანიაშიც ასევე ყველაფერი საკამოდ ეფექტურად მოხდა.
იაპონიაში, ტოკიოს პრესტიჟულ უბანში გინზაში რიგი აიპადებზე გახსნის მომენტისათვის დაახლოებით 1200 ადამიანი იყო.
იაპონია საერთოდ ეფლისათვის ძალიან კარგი ბაზარია. იაპონელები ჭკუაშეშლილები არიან ყოველგვარ გაჯეტებზე, გაჯეტომანია სჭირთ. რა გასაკვირია, რომ ეფლის ყოველი ახალი მოწყობილობა ამ ქვეყანაში სუპერპოპუარობით სარგებლობს.