iPad, გუშინდელი შეკრება და ჩემი მოსაზრებები

მოკლედ, ალბათ ყველამ უკვე კარგად იცის, თუ რა წარმოადგინა გუშინ ეფლმა პრეზენტაციაზე. ეს არის ახალი ტიპის მოწყობილობა, iPad, რომელიც ტაბლეტის ტიპის კომპიუტერს წარმოადგენს. ამ სტატიაში არ შეგაწყენთ თავს ტექნიკური მახასიათებლებით, ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. მინდა უბრალოდ გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები ამ პროდუქტის შესახებ. მაგრამ მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

დავიწყოთ იმით, რომ არც ამჯერად არ ვუღალატეთ ტრადიციას და ქართველი მაკისტები კვლავაც შევიკრიბეთ სტივ ჯობსის მიერ ჩატარებული პრეზენტაციის ერთად საყურებლად. ამ ტრადიციას 2008 წლის 1 აპრილს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც პირველად ავღნიშნეთ კომპანია ეფლის დაბადების დღე. მას მერე იყო მრავალი პრეზენტაცია სტივის მნაწილეობით. იყო გულის დაწყვეტა და შეშფოთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შემდეგ სიხარული იმის გამო, რომ ის კვლავ მწყობრშია. მოკლედ, ქართველი ფანატებიც მსოფლიოს ფანატების მსგავსად შეძლებოსდაგვარად ვცდილობთ ფეხდაფეხ მივსდიოთ ჩვენთვის საყვარელ კომპანიას და მის უცვლელ ლიდერს, სტივ ჯობს.

ამჯერად შეკრების საკითხი ცოტა ბუნდოვანი იყო. არავინ არ იცოდა, თუ როდის ჩატარდებოდა, ან საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა სტივის პრეზენტაცია. არავი იცოდა თუ რა იქნებოდა ნაჩვენები. ამ დროს მიკავშირდება ფორუმზე ჩვენი განყოფლების ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოში ეფლის პროდუქციის შემომტანი და მთავაზობს ეფლისტების შეხვედრის ორგანიზებაში თანამონაწილეობას. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა ჩავფიქრდი. არ ვიცით პრეზენტაცია იქნება თუ არა (მხოლოდ ჭორები არსებობს, რომ 27 იანვარს რაღაც უნდა იყოს) და ასეთ სიტუაციაში თემის გახსნა, ხალხის მოწვევა და ა.შ. ცოტა დამაფიქრებელი მეჩვენა. ბოლო-ბოლო ხომ შეიძლება არც არაფერი ყოფილიყო და უბრალოდ “გავბანძებულიყავით”? რათქმაუნდა შესაზლებელი იყო. შევხვდით მე და აკა (ასე ქვია ჩვენი შეკერების მასპინძელსა და სპონსორს), დავსხედით და დავიწყეთ იდეების გენერირება. გადავწყვიტეთ, რომ არ დავლოდებოდით, თუ როდის განაცახდებდა ეფლის პრეზენტაციის ზუსტ დროსა და თარიღს. შევარჩიეთ ბარი, რომლეშიც უნდა შევკრებილიყავით, შევადგინეთ იმ ღონისძიებების ნუსხა, რაც უნდა გაგვეკეთებინა და მშვიდობანად დავიშალეთ.

და სახლში მისვალც კი ვერ მოვასწარი, რომ უცხოურ ახალი ამბების არხებზე გამოჩნდა განცხადება, რომ 27 იანვარს, სან-ფრანცისკოს დროით დილის 9 საათზე, ანუ ჩვენი დროით საღამოს 10 საათზე დაიწყება ეფლის პრეზენტაცია. რა იქნება წარმდოგენილი, რაღათქმაუნდა არვინ არ იცის! ინტრიგა! სკანდალი! როგორც ეს ჩვევია ეფლს!

ჩემი და აკას აქტიობამ მოიმატა ერთიორად. განასკუთრებით აკასი. შევადგინეთ მოსაწვევ პირთა სია, გასათამაშებელი პრიზები და სხვა მრავალი წვრილმან-მსხვილმანი საქმე. შესაკრებად ავირჩიეთ კაფე დისქავერი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, 55-ე სკოლის გვერდით. ძალიან კარგი ადგილია, ყველას გირჩევთ, რომ ეწვიოთ ხოლმე. სასიამოვნო გარემო, კარგი მუსიკა, გემრიელი კერძები. მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს? მხოლოდ ამ ყველაფის საყვარელ ადამიანთ ერთად გაზიარება!

მოკლედ დადგა 27 ინვარი! მთელი დღე ვცმუკავდი სამსახურში, ვერ ვითმენდი. სავარაუდოდ ახალი, ტაბლეტის ტიპის კომპიუტერის პრეზენტაცია უნდა ყოფილოყო. მაგრამ რა და როგორ, არავნ არაფერი არ ვიცით, როგორც ყოველთვის. ჭორები ინტერნეტში იცოცხლე იმდენია ამ დროს, რომ წაკითხვას ვერ ვასწრებდი.

ბოლოს შევიკრიბეთ. დიდძალი ხალხი მოვიდა გუშინდელ შეხვედრაზე. ძლივს დავეტიეთ ბარში. ზოგი ფეხზე იდგა კიდევაც! ამ ხარვეზებს აუცილებლად გავითვალისწინებთ შემდგომისათვის და 1 აპრილის შეხვედრას (რომელიც აუცილებლად ჩატარდება!) სხვანაირად და სხვა ადგილას დავგეგმავთ. თუ რა იქნება, მოდით ეს სურპრიზად დარჩეს, მერე მოგიყვებით ;)

დაიწყო პრეზენტაცია. სტივმა არც აცია, არც აცხელა და თავიდანვე გვაჯახა ახალი პროდუქტი! აი აქ იწყება უკვე საინტერესო.

სიმართლე გითხრათ,  iPad-მა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. კორპუსი ცოტა არ იყოს და არ მომეწონა, ძალიან დიდი კანტია დატოვებული ეკანის გარშემო. თუმცა ამას გამართლება აქვს. ეს კომპიუტერი მაგიდაზე დასადები არ არის, ხელში უნდა გეჭიროთ, როდესაც ტახტზე ხართ წამოკოტრიალებული, ან  სავარძელში ხართ ჩფლული, ხოდა ეკრანზე ხომ არ მოკიდებთ ხელს, ეს კანტი ალბათ მაგისთვისაა. მოკლედ, ჩემანაირი ზარმაცა ხალხისთვისაა ზედგამოჭრილი. ეს ერთი შეხედვით. მაგრამ აბა სხვა კატეგორიაც გავიხსენოთ? სტუდენტები! საქართველოში არა მგონია, ბევრი იყოს მდიდარი სტუდენტი, რომელც თავს ამის ყიდვის უფლებას მისცემს, მაგრამ აშშ-ში ბევრი იქნება. თანაც მაგათ განვადება, ფასდაკლება და მისთანები კარგად აქვთ დამუშავებული და ნებისმიერი სტუდენტი თავს უფლებას მისცემს შეიძინოს ეს პადი. კონსპექტები, სახლემძღვანელოები, შენიშვნები, საკურსო და სადიპლომო სამუშაოები, აი არასრული სია იმისა, რისთვისაც გამოიყენებს პადს სტუდენტი. მეორე კატეგორია, ბიზნესმენები, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ პრეზენტაციების ჩვენება კლიენტებისათვის მათ ოფისებში. მიუერთე პადი პროექტორს, გაუშვი მსოფლიოში საუკეთესო საპრეზენტაციო პროგრამა Keynote-ი (Microsoft PowerPoint sucks!) და ეგაა! აღარაფერ ვლაპარაკობ პადის შესაძლებლობაზე მიიღოს და გგაზავნოს ელფოსტა, დაგეგმოს და აწარმოოს კალენდარში შეხვედრები და საქმეები, მოაწესრიგოს საკონტაქტო პირთა სია და მრავალი და მრავალი სხვა რამ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პადზე პირდაპირ და თავისუფლად მიდის აიფონის ყველა აპლიკაცია (ამ მომენტისათვი, ყურადღება! – 140 000 აპლიკაციაა!), შეგვილძია ვთქვათ, რომ პროგრამული ბაზა უკვე არსებობს.

ფორუმზე და სხვა ადგილებშიც მესმის წუწუნი იმის შესახებ, რომ აი თურმე ჩადგმული კამერა არა ჰქონია, თურმე მრავალამოცანიანი ოს-ი არ უყენია და ა.შ. ხალხო, ამიხსენით, რა ჯანდაბათ გინდათ კამერა ამ მოწყობილობაში? სურათის მაგით გადაღება მაგარი მოუხერხებელი იქნება. GSM-მოდული სატელეფონო ზარებისათვის მაგას არა აქვს (მხოლოდ მონაცემების მიღება-გადაცემა), რომ ვიდეო ზარისათვის მაინც გამოსადეგარი ყოფილიყო, ასე რომ უაზრობაა ეგ. მარავლამოცანიანი ოს-ი ასეთი ტიპის კომპიუტერში საკამათო თემაა, რათქმაუნდა. და შესაძლოა დაგეთანხმოთ იმაში ნაწილობრივ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო იყოს. თუმცა მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. ეფლის პროდუქტს მხოლოდ 2 თვის შემდეგ გამოუშვებს გაყიდვაში, შემდეგ კიდევ მარავალჯერ განახლდება მისი მიკროკოდი (ე.წ. Firmware). ასე რომ არ გამოვრიცხავ ახალი ფინქციების მატებას მიკროკოდის განახლებასთან ერთად.

მოკლედ, iPad-ი მომეწონა და ვაპირებ კიდევაც ყიდვას. თუუმცა უნდა ვაღიარო, რომ არ გამოუწვევია ჩემში ის გულისძგერის მომენტი, როდესაც სტივმა 2007 წელს აიფონი წარმოგვიდგინა.

ამით აიპადის თემას არ ვხურავ, უბრალოდ ახლა სამსახურში ვარ და მეტის დაწერას ვერ მოვასწრებ. დანარჩენი საღამოს, მორიგ სტატიაში.