iPad-ის ახალადგამომცხვარი მომხმარებლები თავიანთ გაჯეტში სულ ახალ რაღცეებს პოულობენ. სამწუხაროდ ყოველთვის სასიამოვნოს არა.
სულ რამდენიმე დღე გავიდა და ხალხის დიდი რაოდენობა უკვე წუხს, რომ მათი iPad-ი არ იმუხტება კომპიუტერთან მიერთებისას. USB-პორტთან მიერთებისას, როგორც წესი იწყება სინქრონიზაცია, ხოლო აკუმულატორის ინდიკატორი აჩვენებს „Not Charging“-ს.
აღმოჩნდა, რომ აიპადის დასატენად საჭიროა მძლავრი USB 2.0 და ძველ მანქანებზე მას უბრალოდ არ ყოფნის კვება.
საჩივრები შემოდის ძირითადად მაკების ადრეული თაობების მფლობელებისაგან.
პასუხად Apple-მა გამოაქვეყნა რეკომენდაცია რომელიც დადის ასეთ პასუხამდე: დატენეთ აიპადი დენიდან.
Comments
One response to “iPad ყველა USB-სთან არაა თავსებადი”
ჩვეულებრივი USB პორტი აქ????? სადღაც წავიკითხე რომ საერთოდ არ აქვსო :))))