iPhone 3G დილის რვა საათზე გამოჩნდება გაყიდვაში

AT&T–ის მაღაზიების მენეჯერთა შორის გავრცელდა ჭორი, რომ iPhone 3G–ის პრეზენტაცია შედგება 11 ივლისს ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე. შეგახსენებთ, რომ წინა თაობის ტელეფონი დილის ექვსზე წარადგინეს.

ჭორი ერთადერთ ხსენებას ეფუძნება, რომლის დადასტურებასაც ამჟამად ცდილობენ, თუმცა პრეს–რელიზში ამის შესახებ არაფერი თქმულა. ადრეული პრეზენტაციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ პირველი დღის გაყიდვები ნაკლებად მტკივნეულად ჩაივლის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აპარატების ნაწილის აქტივაცია მაღაზიაშივე მოხდება.

მართალია Apple და მისი პარტნიორები iPhone 3G–ის გამოშვებასთან და სატარიფო გეგმებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აყოვნებენ, მაგრამ ჩვენი მკითხველი ამ საკითხებზე სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს.