ორიოდე დღის წინ ეფლმა გაგვაცნო თავის ახალ ტელეფონს, რომლეიც გაყიდვაში ორიოდე კვირაში გამოვა. პრაქტიკულად ამოვსებულია ყველა ის „ხვრელი“, რომლის გამოც აკიტიკებდნენ ეფლს. მულთიტასკინგი? წინა კამერა ვიდეო ზარებისათვის? 5 მეგაპიქსელიანი ძირიტადი კამერა? ეს ყველაფერი აიფონს უკვე აქვს. სხვათაშორის, უკვე ნახეთ ახალი აიფონით გადაღებული ფოტოები?
ეს ფოტო ზუსტად რომ ახალი მოდელითაა გადაღებული. რა შეიძლება ამოვიკითხოთ მის EXIF-მონაცემებში?
დიაფრაგმა: 2,97 თარიღი და დრო: 2010/05/07 15:14 ექსპოზიცია: ავტომატური ფოკუსური მანძილი: 3,85 ISO: 80 თეთრის ბალანსი: ავტო
ფოტოს ხარისხი კარგი ჩანს, ხოლო თუ სხვა მობლილურებს შევადარებთ, ფერთა გადმოცემა უკეთესია.