iPhone 4-ს 512 მბაიტი ოპერატიული აქვს?

Apple-ი ტრადიციულად ეშმაკობს, როდესაც გვიყვება ახალი ტელეფონის ისეთი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა პროცესორის სიხშირე და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა. მაგრამ რესურსმა MacRumors გაიგო და შეგვატყობინა, რომ ახალ მოდელში მეხსიერების მოცულობა 512 მბაიტი იქნება.

ეს ნიშნავს, რომ iPhone 4-ის მფლობელები მიიღებენ აიპადის მსგავს პროცესორს და ორჯერ მეტ მეხსიერებასაც.

მეხსიერების ზრდა ლოგიკური ნაბიჯია მალთიტასქინგის მიმართულებით. მოიძებნება საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომლებიც მოინდომებენ ძალიან ბევრი პროგრამის გაშვებას.