iPhone-ის ახალი ვერსიის გამოსვლა შეიძლება ჩაიშალოს

მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვა სიტუაციამ ახალი თაობის აიფონის გარშემო: არაოფიციალური ინფორმაციით TechRadar-ისაგან, მისი გაყიდვა შეიძლება აიკრძალოს სასამართლო წესით იმის გამო, რომ მასში გამოყენებულია LG-ის OLED-ეკრანი, რომელიც თავის მხრივ დამზადდა პატენტების დარღვევით.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ LG Display-მ წააგო სასამართლო პროცესი ტაივანურ კომპანია AU Optronics-თან ამ საპატენტო დავაზე. ახლა AU Optronics-ს გააჩნია ყველა უფლება რომ მოითხოვოს წარმოების გაჩერება, ეს კიდევ აისახება iPhone HD/4G-ის წარმოებაზე.

ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გალეთებულა არც Apple-ისაგან და არც AU Optronics-ისაგან.