iPhone-ის პროგრამების მწარმოებლებმა დროულად უნდა მოასწრონ

Apple-ი მოუწოდებს მწარმოებლებს დაადასტურონ პროგრამების განთავსება AppStore-ში, რომლის გახსნაც 11 ივლისისათვის არის დაგეგმილი. მათ, ვინც უკვე განათავსა თავისი განაცხადი, უნდა დაადასტურონ საბოლოოდ თავისი გადაწყვეტილება 7 ივლისის შუადღემდე.

მაგრამ, სხვათაშორის, არავინ მოგცემთ გარანტიას, რომ Apple-ი განათავსებს თქვენს ნამუშევარს ახალი სერვისის პრემიერის დღეს, ვინაიდან მთელი პროგრამული უზურნველყოფა ძირფესვიანად უნდა შემოწმდეს გაყიდვამდე. და შესაძლოა, ზოგიერთი შემოწმება დროს მოითხოვს.