iPhone იტალიაში სამშაბათს გამოჩნდება?

რეიტერის იტალიის ფილიალის ინფორმაციით, TIM-ი აპირებს iPhone-ის ანონსს იტალიაში უკვე სამშაბათს. წყარო აღნიშნავს, რომ ეს შეიძება ორშაბათსაც მოხდეს, ვინაიდან Telecom Italia უკვე სრულიად მზადაა.

პირადად მე მგონია, რომ ეს ნაკლებ შესაძლებელია, ვინაიდან სტივი WWDC’08-ს კონფერენციაზე სიტყვით გამოვა 18:00 ევროპული დროით, რაც შეუძლებელს ხდის იტალიაში ახალი ტელეფონის ანონსს ამ დროზე უფრო ადრე.