UC Berkeley–ის ენთუზიასტებმა iPhone–ის საშუალებით უპილოტო თვითმფრინავის დისტანციური მართვის სისტემა შექმნეს. ალბათ იცით, თუ არა და შეგახსენებთ, რომ iPhone ჯერ არ არის აღჭურვილი უპილოტო თვითმფრინავის დისტანციური მართვისთვის აუცილებელი ყველა ტექნიკური შესაძლებლობით, და ამიტომაც ყმაწვილებს მობილური ბრაუზერის – საფარის საქმეში ჩართვა დასჭირდათ. ვებ–სერვერი ყველა საჭირო მოთხოვნას, ფრენის კოორდინატებს და სხვა მითითებებს, პირდაპირ ავიალაინერის ბორტზე გადასცემდა.
ვიდეო რეალური დროის რეჟიმში გადაიღეს. თვითმფრინავს აეროფოტოგადაღება დაავალეს, რასაც მან ბრწყინვალედ გაართვა თავი და ფოტოებიც მომენტალურად სერვერზე ატვირთა.
მართალია ჯეიმს ბონდის შესაძლებლობებამდე შორია, მაგრამ სახეზეა ტელეფონით დისტანციური მართვის გამაოგნებელი შესაძლებლობები.
რა გველის წინ?