iPhone მალე დაუმეგობრდება Adobe Flash-ს

ვებ-საიტზე Gear Live გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ iPhone-ი მალე მიიღებს Adobe Flash-ის მხარდაჭერას. შესაძლოა, ეს მოხდება SDK-ს გამოსვლასთან ერთად. Apple-ი გვპირდება SDK-ს გამოშვებას თებერვლის ბოლომდე. Flash-ის არ ქონის გამო, Safari-ში ბევრი მომხმარებელი დისკომფორტს განიცდის.

Gear Live-მა პირველმა განაცხადა Apple-ის გეგმებზე iPhone Software 1.1.3-ის გამოშვებასთან დაკაშირებით და ზუსტად აღწერა სიახლეები. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც ინფორმაცია ზუსტი იქნება.